როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
თვიური ინდექსის კლება ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 6,5%-ით შემცირების ხარჯზე.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2026 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით, 0,8%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყება ახორციელებს მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშებას, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
ინდექსი თვიურად ცალკეულ სეგმენტებში შემდეგნაირად შეიცვალა:
საცხოვრებელი მშენებლობის სექტორში შემცირდა 0,7%-ით;
არასაცხოვრებელი მშენებლობის სექტორში შემცირდა 4,7%-ით;
სამოქალაქო მშენებლობის სექტორში გაიზარდა 0,6%-ით.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის კლება ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 6,5%-ით შემცირების ხარჯზე.
2026 წლის აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა3,4%-ით, რაც გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის ღირებულების 19,7%-ით გაზრდით.
ინდექსი წლიურად ცალკეულ სეგმენტებში შემდეგნაირად შეიცვალა:
საცხოვრებელი მშენებლობის სექტორში შემცირდა 0,6%-ით;
არასაცხოვრებელი მშენებლობის სექტორში გაიზარდა 4,6%-ით;
სამოქალაქო მშენებლობის სექტორში გაიზარდა 7%-ით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0