ხვიჩა კვარაცხელიამ Onze d'Or-ის გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა

© Kvaratskhelia Fanpageხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელია ასევე წარდგენილია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე - „ოქროს ბურთზე“.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Onze d'Or-ის გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა.
Onze d’Or -ი - ფრანგული საფეხბურთო ჟურნალ Onze Mondial-ის მიერ დაწესებული „ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოა, რომელიც 1976 წლიდან ყოველწლიურად საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს. გამოკითხვაში მონაწილეობას მხოლოდ მკითხველი იღებს.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების ვინგერმა ხმების 10,8% მიიღო. მას გაუსწრეს მადრიდის „რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ, რომელმაც 48,2% დააგროვა, და „პსჟ-ს“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაუ ნევეშმა 11,9%-იანი შედეგით.
მბაპესთვის ეს პირველი გამარჯვებაა Onze d'Or-ის გამოკითხვაში. მანამდე მან სამჯერ დაიკავა მესამე ადგილი — 2019, 2023 და 2025 წლებში.
ხვიჩა კვარაცხელია ასევე წარდგენილია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე - „ოქროს ბურთზე“. კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს. ის უკვე ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს - მე-12.
Ballon d'Or-ის დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0