https://sputnik-georgia.com/20261020/kobaxidze-avtobanebis-mshenebloba-2031-wlistvis-dasruldeba-301255952.html
პრემიერი: საქართველო ყველა ავტობანის მშენებლობას 2031 წლისთვის დაასრულებს
პრემიერი: საქართველო ყველა ავტობანის მშენებლობას 2031 წლისთვის დაასრულებს
Sputnik საქართველო
აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის განვითარება საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T23:00+0400
2026-10-20T23:00+0400
2026-10-20T23:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/07/286743653_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_210b694c25b264ea9a348235f41128d8.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. 2031 წლისთვის ოთხზოლიანი ავტობანი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან დააკავშირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, აქტიურად ავითარებს საგზაო ინფრასტრუქტურას.მისი თქმით, საქართველოში გზების მშენებლების მთავარი ამოცანაა ოთხზოლიანი გზის გაყვანა საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფიდან“ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტ „სადახლომდე“ და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტ „წითელ ხიდამდე".„ეს ავტობანი თბილისსაც აუვლის გვერდს და განტვირთავს მას, რაც ასევე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კობახიძემ.აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის განვითარება საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/07/286743653_472:0:2008:1152_1920x0_80_0_0_36ed45c3217d10e6b0f290943a23a754.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო ყველა ავტობანის მშენებლობას 2031 წლისთვის დაასრულებს
აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის განვითარება საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. 2031 წლისთვის ოთხზოლიანი ავტობანი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან დააკავშირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, აქტიურად ავითარებს საგზაო ინფრასტრუქტურას.
„ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში გზების მშენებლების მთავარი ამოცანაა ოთხზოლიანი გზის გაყვანა საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფიდან“ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტ „სადახლომდე“ და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტ „წითელ ხიდამდე".
„ეს ავტობანი თბილისსაც აუვლის გვერდს და განტვირთავს მას, რაც ასევე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კობახიძემ.
აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის განვითარება საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.