ამერიკა-იაპონიის სწავლება „მახვილი ხმალი“ - Keen Sword 27

© AP Photo / Susan Walsh
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
აშშ-ისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო სწავლება Keen Sword 27, რომელიც ტაივანის კუნძულის მახლობლად ტარდება, ამ სახიფათო „თამაშების“ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა. აშშ-ის არმია ჩინეთთან ინტენსიური ომის წარმოების სამომავლო გეგმებს აზუსტებს. ირანში, ავღანეთსა და ერაყში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების ისტორიამ ამერიკელებს ვერაფერს ასწავლა. ვაშინგტონის გატაცება აღმოსავლური „ცეკვით ფოცხზე“ იმაზე მიუთითებს, რომ ადრე თუ გვიან ევროპელ მოკავშირეებს თავად მოუწევთ აშშ-ის წარუმატებელი „უკრაინული პროექტის“ საფასურის გადახდა.
სარაკეტო სწავლება „მახვილი ხმალი“ 19–29 ოქტომბერს, ტაივანის კუნძულიდან 100 კმ-ის დაშორებით იმართება. მასში მონაწილეობს იაპონიის 45 000 სამხედრო მოსამსახურე და აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარისა და სამხედრო-საზღვაო ძალების 12 000 სამხედრო მოსამსახურე. ჩართულია ექვსი პარტნიორი ქვეყანა: გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ფილიპინები და კანადა. გამოყენებულია 6100-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა, 260 თვითმფრინავი, 40 ხომალდი და ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი, რომელსაც USS Theodore Roosevelt მეთაურობს.
სწავლება რიუკიუს კუნძულებზე, კიუშუზე, ოკინავასა და სხვა კუნძულებზე, ასევე მათ მიმდებარე წყლებში მიმდინარეობს. მუშავდება იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ არქიპელაგზე ძალებისა და ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებების ოპერატიული განლაგება იმ რაიონში, რომელიც ტაივანის სრუტეში შესაძლო ომის კერად მიიჩნევა. ახალი იაპონური, 1000 კმ-ის სიშორის მქონე Type 25-ის ტიპის „მიწა-ხომალდი“ კლასის რაკეტების სამიზნეშია აღმოსავლეთ ჩინეთის, სამხრეთ ჩინეთისა და ფილიპინების ზღვების აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩინეთის კონტინენტური სანაპირო.
აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში დომინანტურ ჩინურ Type 055-ის ტიპის საესკადრო ნაღმოსნებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წყალზედა საბრძოლო ხომალდებად მიიჩნევენ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის მიერ NMESIS-ის სისტემის განლაგებას. ეს სისტემა დისტანციურად მართვად გამშვებ დანადგარებს სამხედრო-საზღვაო ძალების დამრტყმელ რაკეტებთან აერთიანებს. მუშავდება კუნძულებზე სისტემის გადატანა და მობილური სახმელეთო ხომალდსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედებები გაფანტული პოზიციებიდან, მნიშვნელოვანი საზღვაო გზების მახლობლად.
თავდაცვის მრავალეშელონიანი სისტემა ძლიერდება ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით Type 88 და საშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით Type 03, რომლებიც იაპონიის კუნძულებზე, იშიგაკისა და იონაგუნიზე განლაგდება. ეს უკანასკნელი ტაიპეიდან აღმოსავლეთით სულ რაღაც 145 კმ-ში მდებარეობს, რაც Keen Sword 27-ის სწავლების მთავარ ჩანაფიქრს უფრო ნათელს ხდის: ამერიკელები და იაპონელები მათთან შეერთებულ პარტნიორებთან ერთად სწავლობენ, როგორ იომონ კონტინენტურ ჩინეთთან მეამბოხე ტაივანისთვის, რომელიც დე იურე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაა.
იაპონიის კუნძულ იონაგუნის თანმიმდევრული მილიტარიზაცია ასახავს ტოკიოს მისწრაფებას, აქტიური გავლენა მოახდინოს ტაივანის სრუტის უსაფრთხოებაზე, და ავსებს აშშ-ის გადაჭარბებულ სამხედრო ყოფნას ტაივანის კუნძულის მახლობლად.
ვაშინგტონი 2020-იანი წლების დასაწყისიდან ამუშავებს ტაივანის გამო აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის შეიარაღებული კონფლიქტის სცენარებს. ამ სცენარის მიხედვით, დაახლოებით 2027 წელს ტაივანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობის აღიარება დასჭირდება. ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთ შემთხვევაში, პეკინი კუნძულის ძალით დაბრუნებას შეეცდება, პენტაგონი კი ტაივანელ „აჯანყებულებს“ დაეხმარება.
ამიტომ ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ის ესკადრაში შედის Ticonderoga-ს კლასის კრეისერი USS Chosin და Arleigh Burke-ის კლასის საესკადრო ნაღმოსანი USS Decatur, რომელთა ბორტზეც 200-ზე მეტი Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტაა განთავსებული. ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში პირველად განალაგეს წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი უპილოტო ხომალდი Seahawk — 147 ტონა წყალწყვეტის მქონე კომპოზიტური ტრიმარანი. „ზღვის ქორის“ ეფექტიანობა აშკარა არ არის, თუმცა საზღვაო უპილოტო აპარატებს დიდი მომავალი აქვთ. ავიამზიდ „თეოდორ რუზველტის“ საავიაციო ფრთა ივაკუნის საჰაერო ბაზიდან გადმოყვანილი 48 F-35 ტიპის გამანადგურებლითა და სხვა საბრძოლო ერთეულებით გაძლიერდა. იაპონიის ტერიტორიაზე პენტაგონის 100-ზე მეტი ობიექტია განთავსებული, სადაც 50 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
ამერიკა-იაპონიის ერთობლივი სწავლება Keen Sword 1986 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მასშტაბი შესამჩნევად იზრდება: 2020 წელს — 9000 სამხედრო მოსამსახურე, 2022 წელს — 35 000 მებრძოლი, 2024 წელს — 45 000, დღეს კი — 57 000-ზე მეტი „სამურაი“. ტრადიციულად, სწავლებაზე მუშავდება დამრტყმელი ამოცანები, წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლა, სადესანტო და საჰაერო თავდაცვის ოპერაციები, მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვა.
იაპონიამ თავდაცვითი პოლიტიკური კურსი დიდი ხანია, შეტევითი სტრატეგიით შეცვალა: სწავლებაზე ამუშავებს უცხოურ საბრძოლო ხომალდებზე სარაკეტო დარტყმებს — საკუთარი ტერიტორიული წყლების საზღვრებს შორს. აღსანიშნავია, რომ პეკინი არ აღიარებს ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე იაპონიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას, რადგან ტაივანი, სამართლიანად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიას წარმოადგენს. სწავლება Keen Sword-ის პრაქტიკა რუსეთის შორეული აღმოსავლეთისთვისაც ქმნის საფრთხეებს.
იაპონია მოდერნიზებას უკეთებს საკუთარ სარაკეტო კომპლექსებს, ყიდულობს ამერიკულ Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, ცდილობს ჰიპერბგერითი იარაღის შექმნას და განიხილავს ატომური წყალქვეშა ნავებით შეიარაღების შესაძლებლობას, ანუ ზრდის შეტევით შესაძლებლობებს. აშშ იაპონიის მილიტარიზაციას ხელს უწყობს.
ტოკიო ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედრო ალიანსში (AUKUS) გაწევრიანების კანდიდატია. პენტაგონი გეგმავს იაპონიის კუნძულებზე Typhon-ისა და PrSM-ის სარაკეტო კომპლექსების, აგრეთვე პერსპექტიული LRHW-ის ტიპის ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემების განლაგებას ტაივანის სრუტეში ხომალდებზე, სანაპირო სამიზნეებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად. აშშ-სა და ძლიერ, მაღალტექნოლოგიურ, თერმობირთვული იარაღის მქონე ჩინეთს შორის პოტენციურ ომში იაპონიას მოწინავე პოზიციისა და ახლო ზურგის როლი ეკისრება.
„დიდ სახელმწიფოთა ომი“ „სამურაებს“ არაფერს კარგს არ უქადის. ამერიკელებმაც არ უნდა იქნიონ მახვილი მოწინააღმდეგის წინაშე, რომელსაც ბირთვული ჰიპერბგერითი რაკეტები აქვს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0