GWP მთაწმინდის მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Евгений Одиноковონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2026
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ 21 ოქტომბერს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ოქტომბერს 10:00 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირის N10-44, N1-31, კვალის, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, აპოლონ ქუთათელაძის, თაბუკაშვილის N30-48, N 25-53, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის, ლადო გუდიაშვილის, გრიგოლ აბაშიძის, ნატო ვაჩნაძის, ფურცელაძის, პუშკინის ქუჩა N2-10, ზაქარია ჭიჭინაძის, გრიბოედოვის, მიტროფანე ლაღიძის, ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, სულიკო ჟღენტის, ზაალ ქიქოძის და ბესიკის ქუჩებს.
კომპანია GWP მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0