https://sputnik-georgia.com/20261020/gcca-saqme-shetanxmebit-daasrula-301249493.html
GCCA-მ „მედიტექ-ჯორჯიას“ საქმე პირობითი ვალდებულებების შეთანხმების გაფორმებით დაასრულა
GCCA-მ „მედიტექ-ჯორჯიას“ საქმე პირობითი ვალდებულებების შეთანხმების გაფორმებით დაასრულა
Sputnik საქართველო
საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელში კონკურენტი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც საუბარი იყო აპარატის მწარმოებელსა და მის ტექნიკურ მახასიათებლებზე. 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T18:39+0400
2026-10-20T18:39+0400
2026-10-20T18:39+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23790/62/237906292_0:13:1280:733_1920x0_80_0_0_8b8eb28d9a066688f82f27c64429f823.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო-ესთეტიკური და ლაზერული აპარატურის რეალიზაციის ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შპს „მედიტექ-ჯორჯიას“ საჩივრის განხილვა პირობითი ვალდებულებების შეთანხმების გაფორმებით დაასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელში კონკურენტი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც საუბარი იყო აპარატის მწარმოებელსა და მის ტექნიკურ მახასიათებლებზე. კერძოდ, მომჩივნის შეფასებით, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა დაБ შესაძლოა, მომხმარებლებისთვის მცდარი წარმოდგენა შეექმნა როგორც აპარატის ტექნიკური მახასიათებლების, ისე მისი გამოყენების შედეგად გაწეული მომსახურების შესახებ.სააგენტომ შეაფასა მოპასუხის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მათი შესრულება კანონის სავარაუდო დარღვევის რისკის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნებოდა.შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს დაევალა, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წაშალოს სადავო პუბლიკაცია და მომავალში არ გამოაქვეყნოს ან გაავრცელოს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ისეთი ინფორმაცია, რომელიც ობიექტური და გადამოწმებული მტკიცებულებების გარეშე ეჭვქვეშ აყენებს მომჩივანის ან ნებისმიერი სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტის მიერ რეალიზებული საქონლის მახასიათებლებს, წარმოშობას ან/და რეალიზაციის პირობებს. როგორც უწყებაში განმარტეს, პირობითი ვალდებულებების შეთანხმების მიზანია კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკის აღმოფხვრა და ბაზარზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23790/62/237906292_143:0:1138:746_1920x0_80_0_0_ca80a48061770f7cec37f32aa83daaa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
GCCA-მ „მედიტექ-ჯორჯიას“ საქმე პირობითი ვალდებულებების შეთანხმების გაფორმებით დაასრულა
საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელში კონკურენტი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც საუბარი იყო აპარატის მწარმოებელსა და მის ტექნიკურ მახასიათებლებზე.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო-ესთეტიკური და ლაზერული აპარატურის რეალიზაციის ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შპს „მედიტექ-ჯორჯიას“ საჩივრის განხილვა პირობითი ვალდებულებების შეთანხმების გაფორმებით დაასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელში კონკურენტი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც საუბარი იყო აპარატის მწარმოებელსა და მის ტექნიკურ მახასიათებლებზე.
კერძოდ, მომჩივნის შეფასებით, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა დაБ შესაძლოა, მომხმარებლებისთვის მცდარი წარმოდგენა შეექმნა როგორც აპარატის ტექნიკური მახასიათებლების, ისე მისი გამოყენების შედეგად გაწეული მომსახურების შესახებ.
სააგენტომ შეაფასა მოპასუხის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მათი შესრულება კანონის სავარაუდო დარღვევის რისკის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნებოდა.
შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს დაევალა, სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში წაშალოს სადავო პუბლიკაცია და მომავალში არ გამოაქვეყნოს ან გაავრცელოს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ისეთი ინფორმაცია, რომელიც ობიექტური და გადამოწმებული მტკიცებულებების გარეშე ეჭვქვეშ აყენებს მომჩივანის ან ნებისმიერი სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტის მიერ რეალიზებული საქონლის მახასიათებლებს, წარმოშობას ან/და რეალიზაციის პირობებს.
როგორც უწყებაში განმარტეს, პირობითი ვალდებულებების შეთანხმების მიზანია კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის რისკის აღმოფხვრა და ბაზარზე სამართლიანი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა.