https://sputnik-georgia.com/20261020/elchebis-saministroshi-dabarebam-qveknis-saqmeebshi-chareva-sheamcira-301251067.html
საგარეო უწყება: ელჩების გამოძახებამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შემცირებას შეუწყო ხელი
საგარეო უწყება: ელჩების გამოძახებამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შემცირებას შეუწყო ხელი
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის თქმით, უცხოელი დიპლომატების მიმართ პრეტენზიები განსაკუთრებით ხშირად წინასაარჩევნო პერიოდში ჩნდებოდა 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T20:54+0400
2026-10-20T20:54+0400
2026-10-20T20:54+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/39/234813977_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_7b0b6d37da470a0c4ef32cde60b89918.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. რამდენიმე ქვეყნის ელჩების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებამ ხელი შეუწყო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შემცირებას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა.ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ირანის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის ელჩები, ასევე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული.მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია ელჩი ან დიპლომატი განმარტებებისთვის დაიბაროს, უკიდურეს შემთხვევაში კი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს.მან ასევე ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების მაღალ პროფესიონალიზმს.„თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ქართველი დიპლომატი შემჩნეული ყოფილიყოს მსგავს დარღვევებში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში დაებარებინოთ დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო, არამართლზომიერი ქმედებების გამო“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება სუვერენიტეტია, რომელიც არჩევნებსა და ხალხის ნებას ეფუძნება.„ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი, აირჩიონ ხელისუფლება და მასთან ერთად ჩამოაყალიბონ საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს საკუთარი, დამოუკიდებელი და სუვერენული საგარეო პოლიტიკა“, – აღნიშნა ზურაბაშვილმა.მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელისუფლება არ შეეგუება ქვეყნის შიდა საქმეებში გარედან ჩარევას, ხოლო ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/39/234813977_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_811d88836622e66c1801531cb197dc05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საგარეო უწყება: ელჩების გამოძახებამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შემცირებას შეუწყო ხელი
მინისტრის მოადგილის თქმით, უცხოელი დიპლომატების მიმართ პრეტენზიები განსაკუთრებით ხშირად წინასაარჩევნო პერიოდში ჩნდებოდა
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. რამდენიმე ქვეყნის ელჩების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებამ ხელი შეუწყო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის შემცირებას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ირანის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის ელჩები, ასევე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული.
„ჩვენ გვქონდა რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, როდესაც ელჩები დავიბარეთ, რადგან ისინი არა მხოლოდ ჩარევის ნიშნებს ავლენდნენ, არამედ პირდაპირ მონაწილეობდნენ შიდა პოლიტიკაში. ეს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდს ეხებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა სრული უფლება, მათთან გასაუბრება გაგვემართა და აგვეხსნა, რომ მათი ქმედებები იყო არასწორი და არ შეესაბამებოდა იმას, თუ როგორ უნდა იქცეოდეს დიპლომატი“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია ელჩი ან დიპლომატი განმარტებებისთვის დაიბაროს, უკიდურეს შემთხვევაში კი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს.
მან ასევე ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების მაღალ პროფესიონალიზმს.
„თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ქართველი დიპლომატი შემჩნეული ყოფილიყოს მსგავს დარღვევებში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში დაებარებინოთ დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო, არამართლზომიერი ქმედებების გამო“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება სუვერენიტეტია, რომელიც არჩევნებსა და ხალხის ნებას ეფუძნება.
„ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი, აირჩიონ ხელისუფლება და მასთან ერთად ჩამოაყალიბონ საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს საკუთარი, დამოუკიდებელი და სუვერენული საგარეო პოლიტიკა“, – აღნიშნა ზურაბაშვილმა.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელისუფლება არ შეეგუება ქვეყნის შიდა საქმეებში გარედან ჩარევას, ხოლო ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.