https://sputnik-georgia.com/20261020/acharashi-ukanono-saxerxi-saamqro-gamoavlines-301238393.html
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1.203 ფაქტი. 20.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-20T15:29+0400
2026-10-20T15:29+0400
2026-10-20T15:29+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, მოქალაქეს სოფელ ლეღვაში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა უკანონოდ დამონტაჟებული. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო კლიპტომერიის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი) და 2,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). რადგან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. მიმდინარე წლის 9 თვეში დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყით სარგებლობის 1203 ფაქტი. დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 285 სამართალდარღვევა სამოქმედო ტერიტორიაზე აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს. 9 თვეში აჭარაში დალუქულია 11 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა 2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1.203 ფაქტი.
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოქალაქეს სოფელ ლეღვაში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა უკანონოდ დამონტაჟებული.
სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო კლიპტომერიის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი) და 2,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
რადგან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის 9 თვეში დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყით სარგებლობის 1203 ფაქტი. დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 285 სამართალდარღვევა სამოქმედო ტერიტორიაზე აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
9 თვეში აჭარაში დალუქულია 11 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.