ამინდი გაუარესდება: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Asatur Esayantsწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდენელია ნალექი.
„ქვეყნის ჩრდილოეთ მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს მდინარეებზე – ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე – ცალკეული მონაკვეთების დატბორვა (საფრთხის დონე საშუალო).
ყველა ახალი ამბავი
0