სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა: ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე წლის 22 ივლისს დააკავეს.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცოტა ხნის წინ დააკავეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო - შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სხდომას თავად ჟურნალისტი არ დასწრებია, ვინაიდან იგი მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.
ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
სასამართლომ ვახო სანაია მანამდე, 10 ივლისს, სხვა სტატუსის გამო 6 ათასი ლარით დააჯარიმა.
ყველა ახალი ამბავი
0