https://sputnik-georgia.com/20261019/rusetma-ukrainul-obieqtebze-ierishi-miitana-301224259.html
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ობიექტებზე მასირებული დარტყმა განახორციელეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ობიექტებზე მასირებული დარტყმა განახორციელეს
Sputnik საქართველო
საგარეო უწყების მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროების ქმედებებით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 34,5 ათასს აჭარბებს 19.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-19T16:27+0400
2026-10-19T16:27+0400
2026-10-19T16:27+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0d/293349819_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_1e415eefdb23725263893e4d77595129.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების საწყობებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრზე მასირებული დარტყმა განახორციელეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.„დღეს ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური დარტყმა განახორციელეს სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღისა და შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს საპასუხო იერიშის განხორციელებას, რათა კიევის რეჟიმის პოტენციალი შეამციროს. მისი თქმით, დარტყმები მუდმივად ხორციელდება, გეგმაზომიერ და მასირებულ ხასიათს ატარებს და ამას თავისი შედეგები მოაქვს.რაც შეეხება უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს, თავდაცვის სამინისტრომ მორიგე საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.„გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის მორიგე ძალების მიერ განადგურებულია 149 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, — ნათქვამია განცხადებაში.უწყების ცნობით, დრონები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, კალუგის, ტულის, ორიოლის, ლიპეცკის, ვორონეჟის, სამარას და როსტოვის ოლქების, ასევე უდმურტიისა და ყირიმის თავზე.უკრაინელი სამხედროები დრონებით ყოველდღიურად ახორციელებენ თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ქვეშ ხვდება უკრაინის საზღვრიდან დაშორებული რეგიონებიც. მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ თავდასხმებისას უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლურ შეიარაღებას იყენებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების რაოდენობამ ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირმა უკრაინას შეიარაღებისთვის დამატებითი სახსრები გამოუყო.საგარეო უწყების მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროების ქმედებებით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 34,5 ათასს აჭარბებს და ეს მაჩვენებელი ყოველ კვირეულად 400-500 ადამიანით იზრდება.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/0d/293349819_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_67444ff81304580fd5d01f5a0f89b386.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ობიექტებზე მასირებული დარტყმა განახორციელეს
საგარეო უწყების მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროების ქმედებებით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 34,5 ათასს აჭარბებს
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების საწყობებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრზე მასირებული დარტყმა განახორციელეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
„დღეს ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური დარტყმა განახორციელეს სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღისა და შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს საპასუხო იერიშის განხორციელებას, რათა კიევის რეჟიმის პოტენციალი შეამციროს. მისი თქმით, დარტყმები მუდმივად ხორციელდება, გეგმაზომიერ და მასირებულ ხასიათს ატარებს და ამას თავისი შედეგები მოაქვს.
რაც შეეხება უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს, თავდაცვის სამინისტრომ მორიგე საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის მორიგე ძალების მიერ განადგურებულია 149 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დრონები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, კალუგის, ტულის, ორიოლის, ლიპეცკის, ვორონეჟის, სამარას და როსტოვის ოლქების, ასევე უდმურტიისა და ყირიმის თავზე.
უკრაინელი სამხედროები დრონებით ყოველდღიურად ახორციელებენ თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ქვეშ ხვდება უკრაინის საზღვრიდან დაშორებული რეგიონებიც. მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ თავდასხმებისას უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლურ შეიარაღებას იყენებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების რაოდენობამ ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირმა უკრაინას შეიარაღებისთვის დამატებითი სახსრები გამოუყო.
საგარეო უწყების მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროების ქმედებებით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 34,5 ათასს აჭარბებს და ეს მაჩვენებელი ყოველ კვირეულად 400-500 ადამიანით იზრდება.