მოსაზრება: რუსული „რასვეტი“ №1 საფრთხეა უკრაინის არმიისა და ნატოსთვის

© photo: Sputnik / Сергей Бобылев / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
დასავლეთი შეშფოთებულია: 2027 წლის დასაწყისში რუსეთის ახალი თანამგზავრული კავშირის სისტემა „რასვეტი“ სრული დატვირთვით ამოქმედდება და უკრაინის პროქსი-არმიისა და ნატოს ჯარებისთვის „ნომერ პირველ საფრთხედ“ იქცევა. ბრიუსელი ცდილობს, უკრაინის საომარი მოქმედებების თეატრიდან „გამავალი“ ამერიკული Starlink-ი ჩაანაცვლოს. ანუ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ევროპული თანამგზავრული დაზვერვის შესაძლებლობებზე წვდომა მისცეს, რომლებიც ამერიკულებს ექვსჯერ ჩამოუვარდება.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვითი ტექნოლოგიების საკითხებში, სერგეი ბესკრესტნოვმა, 17 ოქტომბერს Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის თანამგზავრული კავშირის სისტემა „რასვეტი“, რომელსაც „ბიურო 1440“ ავითარებს, უკრაინისთვის მთავარ საფრთხედ იქცევა. „რასვეტი“ საშუალებას იძლევა, რუსეთის დრონები და რაკეტები რეალურ დროში, პირდაპირი კავშირითა და ძალიან მაღალი სიზუსტით იმართებოდეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული ბრძოლის ქსელი გამოუდეგარი ხდება. ბესკრესტნოვი ამას უდიდეს პრობლემად და „ყველასათვის კატასტროფად“ მიიჩნევს — როგორც უკრაინისათვის, ისე მთლიანად ევროპისთვის.
ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა ოპერატიულად დაადასტურა, რომ „რასვეტმა“, შესაძლოა, უკრაინას (ანუ, აშშ-სა და ნატოს) ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობა დააკარგვინოს. რუსეთი 2026 წლის ბოლოსთვის „რასვეტის“ დაჯგუფების 156 მოქმედი თანამგზავრის ორბიტაზე განთავსებას გეგმავს.
კიევის მარიონეტის „ამბოხის“ ფონზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნების შესრულება არ სურს (გადადგომა, არჩევნების ჩატარება და წაგებული ომის დასრულება), Starlink-ის თანამგზავრული სისტემის მუშაობაში შეფერხებები დაიწყო. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ეს „ბირთვული დარტყმის მსგავს მოვლენად“ შეაფასეს.
ილონ მასკმა და კიევის „პარტნიორებმა“ ამასთანავე, უნებლიედ გამოააშკარავეს პენტაგონის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში. ცხადი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით წარმოებული ოპერაციების საფუძველი სამხედრო სისტემა „ვარსკვლავური ფარი“ (Starshield) არის და არა სამოქალაქო პროექტი Starlink. ზელენსკის მრჩეველმა ბესკრესტნოვმა „ფარი“ აღწერა, როგორც მომსახურების პაკეტი, რომელსაც „პენტაგონი და აშშ-ის მთავრობა მართავენ და პარტნიორ ქვეყნებს სამხედრო გამოყენებისთვის სთავაზობენ. მას ცალკე ტარიფები და პირობები აქვს, რომლებიც სამოქალაქო თანამგზავრული კავშირის პირობებისგან განსხვავდება. ვაშინგტონი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევი კი ცდილობს, გადავიდეს Starshield-ის ცალკე პაკეტზე, რომელიც თვითმფრინავებისთვისაა განკუთვნილი და სიჩქარის შეზღუდვა არ აქვს, ან აშშ-ს შეზღუდვების მოხსნა სთხოვოს.
ნატოს ევროპელი მოკავშირეები ცდილობენ, აანაზღაურონ ის შედეგები, რომლებიც უკრაინის მშვიდობისკენ ტექნოლოგიური იძულების ამერიკულ პოლიტიკას ახლავს, თუმცა ამისათვის საჭირო შესაძლებლობები არ გააჩნიათ. „სამოქალაქო“ სისტემა Starlink-ი 12 000-ზე მეტ თანამგზავრს მოიცავს. დედამიწის დაბალ ორბიტაზე განლაგებული პენტაგონის თანამგზავრული დაჯგუფება (265 თანამგზავრი) „სამხედრო“ სისტემის Starshield-ის გაუთვალისწინებლადაც კი მრავალგზის აღემატება ნატოს ყველა ევროპული ქვეყნის 44 სამხედრო თანამგზავრის შესაძლებლობებს. ჟურნალ Military Watch-ის მონაცემებით, ისედაც რთულ ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ დღეს „რუსეთის სამხედრო თანამგზავრი მანევრებს ახორციელებს ნატოს იმ სადაზვერვო თანამგზავრის დაზიანების ზონაში, რომელიც უკრაინის დარტყმებს უზრუნველყოფს“. როგორც ცნობილია, ბუმერანგები ყოველთვის უკან ბრუნდება…
მოწინააღმდეგე სასოწარკვეთილებაში ვარდება, რადგან რუსული „გერანებისა“ და ფრთოსანი რაკეტებისთვის სტაბილური თანამგზავრული კავშირის არხი აპარატებს „კოსმოსური ხედვის“ საშუალებას აძლევს. ისინი ზედაპირთან ახლოს, დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, რადარებისთვის შეუმჩნევლები არიან და მათზე რადიოელექტრონული ბრძოლა არ მოქმედებს (თანამგზავრული კავშირის არხის ჩახშობა ადვილი არ არის). ოპერატორს რეალურ დროში შეუძლია, ზუსტი დარტყმა განახორციელოს და მარშრუტის ნებისმიერ მონაკვეთზე სამიზნე შეცვალოს. „რასვეტის“ მზადყოფნის დონე მაღალია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 12 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის დაბალორბიტული თანამგზავრული დაჯგუფება Starlink-ის სისტემას არ ჩამოუვარდება და „ზოგიერთ საკითხში მას აღემატება კიდეც“.
მანამდე, „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ბაკანოვმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე „რასვეტის“ დაჯგუფება 350 თანამგზავრს გააერთიანებს, მეორეზე კი — დაახლოებით, 900 აპარატს. გაზეთ The Washington Post-მა დაადასტურა, რომ რუსეთი სწრაფად შლის დაბალორბიტული თანამგზავრების ქსელს, რომლებსაც დედამიწაზე ინტერნეტმომსახურების მიწოდება შეუძლიათ. და რომ „რასვეტი“ უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ რუსულ ჯარებს დაეხმარება. ეს სისტემა ამერიკული ანალოგებისგან ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„რასვეტის“ დაჯგუფების კოსმოსური აპარატები დედამიწის გარშემო 800 კმ სიმაღლის ორბიტაზე მოძრაობენ, Starlink-ის სისტემაზე 200 კმ-ით მაღლა. ისინი ლაზერული კავშირის ტერმინალებითაა აღჭურვილი და ორბიტაზე 5G-ის საბაზო სადგურის ფუნქციას ასრულებენ. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე წამში 1 გბიტს აღწევს, სიგნალის დაყოვნება კი მინიმალურია — 50–70 მილიწამი (Starlink-ის - 20–40 მილიწამია). უფრო მაღალი ორბიტა თითოეულ აპარატს უფრო დიდი ტერიტორიის დაფარვის საშუალებას აძლევს და ატმოსფერის წინააღმდეგობას ამცირებს.
თანამგზავრები, რომელთა მასა, დაახლოებით, 80 კგ-ია, ინფორმაციას ლაზერული არხებით წამში 10 გბიტამდე სიჩქარით გადასცემენ, რაც ქსელის სახმელეთო სადგურებზე დამოკიდებულებას ამცირებს. სისტემა იყენებს 5G NTN სტანდარტს, რომელიც თანამგზავრული ქსელებისა და სახმელეთო მობილური მოწყობილობების ურთიერთქმედებისთვისაა განკუთვნილი. „რასვეტს“, ისევე როგორც Starlink-ს, თანაბრად ეფექტიანად შეუძლია, როგორც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, ისე მშვიდობიანი საქმიანობის მომსახურება. სისტემის აქტიური ექსპლუატაციის დაწყება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია უძრავად, ავტომობილებზე, თვითმფრინავებსა და გემებზე.
საბრძოლო გამოცდილება რუსეთის სისტემას კონკურენტუნარიანს ხდის და მსოფლიო ბაზარზე მასზე მოთხოვნას წინასწარ განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ თვით ამერიკაშიც კი Starlink-ს პირველობისთვის ბრძოლა უწევს Amazon-ის რამდენიმე „დაბალორბიტულ“ კომპანიასთან — Kuiper Systems-თან, რომელიც 3 236 აპარატისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნას გეგმავს, AST SpaceMobile-თან (ASTS), HughesNet-თან, Viasat-თან და კანადურ Telesat-თან. ჩინეთში რამდენიმე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა სამ „ათიათასიან თანამგზავრულ თანავარსკვლავედს“ ქმნის. ბრიტანული კომპანია OneWeb-ი და სხვა ევროპული კომპანიები მაღალტექნოლოგიური რბოლის ჩამორჩენილ პოზიციებზე იმყოფებიან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს პერსპექტივაში (2030-იან წლებამდე) უკრაინის პროქსი-არმიას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0