მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუბიო: ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაბიჯისთვის ღიაა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიმარკო რუბიო
მარკო რუბიო - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
სახელმწიფო მდივნის თქმით, ტრამპმა 60 დღით შეაჩერა რუსეთთან დაკავშირებული ახალი სანქციების მოქმედება
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღიაა ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მან ასევე უარყო ცნობები კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეჩერების შესახებ.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ღიაა ყველაფრისთვის, რისი გაკეთებაც შეუძლია კონფლიქტის დასასრულებლად, თუკი ეს შესაძლებელია“, — განაცხადა რუბიომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობების ძიებას. სახელმწიფო მდივნის თქმით, ტრამპმა 60 დღით შეაჩერა რუსეთთან დაკავშირებული ახალი სანქციების მოქმედება, რათა გაერკვია, შეუძლია თუ არა მოსკოვთან და კიევთან მიმდინარე მოლაპარაკებებს „რაიმე პოზიტიურის“ მოტანა და დაეხმარება თუ არა ეს კონფლიქტის გაჭიანურების თავიდან აცილებას.
რუბიომ ასევე გააკეთა კომენტარი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებზე იმის შესახებ, რომ აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეწყვიტა.
„არ ვიცი, საიდან იღებს ის ამ ინფორმაციას, ან რატომ საუბრობს ამაზე პრესასთან. არანაირი შეჩერება არ ყოფილა. ზელენსკი ამ ომის დასრულებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული”, - აღნიშნა რუბიომ.
როგორც ადრე რუბიომ განაცხადა, უკრაინამ მოითხოვა წვდომა Starshield-ის საკომუნიკაციო სისტემაზე რუსეთის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად, თუმცა ამჟამად ასეთი წვდომა არ აქვს. ორშაბათს რუბიომ აღნიშნა, რომ სისტემას პენტაგონი აკონტროლებს და კიევი ამ საკითხზე სააგენტოსთან განხილვას აგრძელებს.
გასულ კვირას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე სერგეი სტერნენკომ განაცხადა, რომ Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციების ტერმინალების ფუნქციონირება შეზღუდული იყო, რაც ხელს უშლიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციებს და ზღუდავდა ლოჯისტიკას. კიევში ივარაუდეს, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციასთან, ხოლო ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, ვაშინგტონი კიევს მსგავსი ინფორმაციის გადაცემის შესაძლო შეწყვეტის შესახებაც აფრთხილებდა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა 10 ოქტომბერს განაცხადა, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება ახლოვდება „და ეს სწრაფად მოხდება“. მან ასევე მოუწოდა ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისკენ და აღნიშნა, რომ ზელენსკის ბევრჯერ შეეძლო კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ ეს არ გააკეთა, რის გამოც უკრაინას ახალი ლიდერი და არჩევნები სჭირდება.
ყველა ახალი ამბავი
0