https://sputnik-georgia.com/20261019/pranchesko-toti-tbilisshia-301224759.html
ფრანჩესკო ტოტიმ ხვიჩა კვარაცხელია რომაელ გლადიატორს შეადარა
ფრანჩესკო ტოტიმ ხვიჩა კვარაცხელია რომაელ გლადიატორს შეადარა
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს. 19.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-19T15:00+0400
2026-10-19T15:00+0400
2026-10-19T15:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/13/301222826_0:104:2048:1256_1920x0_80_0_0_9aab541a681333a215d2f3f2e661500a.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ სხვა სამყაროდან — ბათუმის „დინამოდან“ მოვიდა, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტმა გლადიატორმა, წარმატებას მაინც მიაღწია, განაცხადა იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ საქართველოში, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გამართულ საღამოზე Golden Week of Football Tbilisi.იტალიური ფეხბურთის ლეგენდა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრანჩესკო ტოტი თბილისში Golden Week of Football-ის ორგანიზატორების მოწვევით ჩამოვიდა, რათა ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერ საღამოს დასწრებოდა და მის „ოქროს ბურთის“ შანსებზე ესაუბრა. ტოტიმ იტალიის ჩემპიონატის თასი ჩამოიტანა, რაც საღამოს სასიამოვნო დამატება გახდა.მისი თქმით, კვარაცხელია დღეს ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.„შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულშია, სადაც მოხვედრა იოლი სულაც არ გახლავთ. მან წლიდან წლამდე ხარისხობრივი ნახტომი გააკეთა და ჩვენ მისი საოცარი განვითარების მომსწრენი გავხდით. ვფიქრობ, ახლა თუ არა, ხვიჩა „ოქროს ბურთს“ მომავალში მაინც მოიგებს“, – განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიასთან ერთად, „ოქროს ბურთის" ნომინაციაზე ადრე ექვსი ქართველი ფეხბურთელი იყო წარდგენილი: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია და დავით ყიფიანი. ყველა მათგანი ნომინირებული იყო ჯერ კიდევ XX საუკუნეში.ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს. ის უკვე ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს - მე-12.„ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ასევე არიან უსმან დემბელე, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, მარკინიოსი და ნუნო მენდეში.Ballon d'Or-ის დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/13/301222826_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_19dbf71eaebfc4f18c205a1356ee4c45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფრანჩესკო ტოტიმ ხვიჩა კვარაცხელია რომაელ გლადიატორს შეადარა
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ სხვა სამყაროდან — ბათუმის „დინამოდან“ მოვიდა, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტმა გლადიატორმა, წარმატებას მაინც მიაღწია, განაცხადა იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ საქართველოში, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გამართულ საღამოზე Golden Week of Football Tbilisi.
იტალიური ფეხბურთის ლეგენდა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრანჩესკო ტოტი თბილისში Golden Week of Football-ის ორგანიზატორების მოწვევით ჩამოვიდა, რათა ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერ საღამოს დასწრებოდა და მის „ოქროს ბურთის“ შანსებზე ესაუბრა. ტოტიმ იტალიის ჩემპიონატის თასი ჩამოიტანა, რაც საღამოს სასიამოვნო დამატება გახდა.
„სიმართლე გითხრათ, პირველად კვარაცხელია რომ ვნახე, დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ვიცოდი, რომ დიდი ენერგია და ამბიცია ჰქონდა. ის სულ სხვა სამყაროდან, ბათუმის „დინამოდან“ მოდიოდა, მაგრამ ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და, როგორც გლადიატორმა ეტლებითა და ცხენებით, თავისი მაინც გაიტანა", - განაცხადა ტოტიმ.
მისი თქმით, კვარაცხელია დღეს ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
„შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულშია, სადაც მოხვედრა იოლი სულაც არ გახლავთ. მან წლიდან წლამდე ხარისხობრივი ნახტომი გააკეთა და ჩვენ მისი საოცარი განვითარების მომსწრენი გავხდით. ვფიქრობ, ახლა თუ არა, ხვიჩა „ოქროს ბურთს“ მომავალში მაინც მოიგებს“, – განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიასთან ერთად, „ოქროს ბურთის" ნომინაციაზე ადრე ექვსი ქართველი ფეხბურთელი იყო წარდგენილი: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია და დავით ყიფიანი. ყველა მათგანი ნომინირებული იყო ჯერ კიდევ XX საუკუნეში.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს. ის უკვე ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს - მე-12.
„ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ასევე არიან უსმან დემბელე, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, მარკინიოსი და ნუნო მენდეში.
Ballon d'Or-ის დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.