ყალბი ფულის გასაღება საქართველოში: დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

© photo: Sputnik / Svetlana Shevchenko100-დოლარიანი კუპიურები
100-დოლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარაში ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჯამში 35 ათასი დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.
გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0