საქართველო პირველად უმასპინძლებს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2026
გამოწერა
ოფიციალური დოკუმენტი ბათუმში, „შავი ზღვის თასის“ ტურნირის ფარგლებში გაფორმდა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ისტორიაში პირველად საქართველო 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს, ნათქვამია სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩატარების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ბათუმში, „შავი ზღვის თასის“ ტურნირის ფარგლებში გაფორმდა.
აჭარის დედაქალაქში გამართულ წყალბურთის ტურნირში საქართველოსთან ერთად უნგრეთის, გერმანიის, იტალიის, სერბეთის, იაპონიისა და საფრანგეთის ცნობილმა წყალბურთის კლუბებმა მიიღეს მონაწილეობა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა, ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ხოსე სილვამ და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა.
რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირ „შავი ზღვის თასს“, გამარჯვებული გახდა უნგრული კლუბი „ფერენცვაროში", რომელმაც ფინალში იტალიური „პრო რეკო" ანგარიშით 18:15 დაამარცხა. თბილისის „აპოლომ“ მეხუთე ადგილი, თბილისის „დინამომ“ კი მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0