https://sputnik-georgia.com/20261018/sakonstitucio-sasamartlo-partiebis-akrzalvis-shesaxeb-sarchelis-ganxilvas-iwkebs-301213636.html
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს: ვინ დაესწრება
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს: ვინ დაესწრება
Sputnik საქართველო
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხზე მოსამართლეთა პლენუმი 21, 22 და 23 ოქტომბერს იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად... 18.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-18T13:39+0400
2026-10-18T13:39+0400
2026-10-18T13:39+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/64/246986401_0:154:3093:1894_1920x0_80_0_0_57afe49c54c5a02800bb4aababb63382.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის სარჩელის არსებით განხილვას 21 ოქტომბერს შეუდგება.2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს 7-კაციანი მოსამართლეთა პლენუმი 21, 22 და 23 ოქტომბერს იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს - სარჩელი სასამართლოში 88 დეპუტატის სახელით შევიდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარე პარლამენტის წევრებით დაკომპლექტდება, რომლებიც უშუალოდ წარადგენენ კონსტიტუციურ სარჩელს და დაიცავენ მმართველი გუნდის პოზიციას. სარჩელს საფუძვლად უდევს საპარლამენტო კომისიის თითქმის 500-გვერდიანი დასკვნა.ოპოზიციურ სპექტრში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, რამდენიმე პარტიამ უკვე დაადასტურა განხილვებში სამართლებრივი თუ პოლიტიკური ფორმატით მონაწილეობის გეგმა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სხდომებზე დასწრებას გეგმავს „ძლიერი საქართველო - ლელო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის".„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.შედეგებიპარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/64/246986401_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_744e38bab657c755da10766f458a0d0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , პოლიტიკა
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს: ვინ დაესწრება
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხზე მოსამართლეთა პლენუმი 21, 22 და 23 ოქტომბერს იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის სარჩელის არსებით განხილვას 21 ოქტომბერს შეუდგება.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, შემდეგ კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა და სასამართლოში განახლებული სარჩელი 2026 წლის 21 სექტემბერს შევიდა.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს 7-კაციანი მოსამართლეთა პლენუმი 21, 22 და 23 ოქტომბერს იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს - სარჩელი სასამართლოში 88 დეპუტატის სახელით შევიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარე პარლამენტის წევრებით დაკომპლექტდება, რომლებიც უშუალოდ წარადგენენ კონსტიტუციურ სარჩელს და დაიცავენ მმართველი გუნდის პოზიციას. სარჩელს საფუძვლად უდევს საპარლამენტო კომისიის თითქმის 500-გვერდიანი დასკვნა.
ოპოზიციურ სპექტრში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, რამდენიმე პარტიამ უკვე დაადასტურა განხილვებში სამართლებრივი თუ პოლიტიკური ფორმატით მონაწილეობის გეგმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სხდომებზე დასწრებას გეგმავს „ძლიერი საქართველო - ლელო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებებისთვის".
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 100-მდე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 30 აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. დღეის მდგომარეობით, სასამართლო სარჩელში დასახელებული ხუთი პარტიიდან მხოლოდ ოთხს აქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში და გადალახული საარჩევნო ბარიერი. „ფედერალისტებს“ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
პოლიტიკური პარტიის შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებების — რაც მათი დაფინანსების ძირითადი წყაროა — მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან.