მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

როდის შევა რუსული დიზელის საწვავი აშშ-ში

© photo: Sputnik / Алексей Дружинин / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ნოვაკი
ალექსანდრ ნოვაკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
ნოვაკმა როგორც აღნიშნა, რუსული კომპანიები მზად არიან პროდუქციის გადასაზიდად „ნებისმიერ მომენტში“,
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთიდან დიზელის საწვავი აშშ-ში კონტრაქტის დადებიდან 15–20 დღეში შევა, ხოლო სხვა ქვეყნებში – უფრო მოკლე ვადებში, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომერციულ პირობებზე, ფაქტობრივად – კონტრაქტების გაფორმებაზე.
„როგორც კი დოკუმენტებს ხელი მოეწერება, 15–20 დღის განმავლობაში საწვავი შევა ბაზრებზე, იგულისხმება აშშ-ის ბაზარი. თუ ვისაუბრებთ სხვა მსოფლიო ბაზრებზე, უფრო ახლოს მდებარე ქვეყნებზე, იქ უფრო მოკლე ვადებია“, – განაცხადა ნოვაკმა საინფორმაციო სააგენტო Вести-სთან.
მანამდე ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ — რომლის დროსაც სახელმწიფოს მეთაურები რუსული დიზელის მიწოდებაზე შეთანხმდნენ — ქვეყნების პროფილურ უწყებებს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულად დაუყოვნებლივ დაიწყო.
ნოვაკმა როგორც აღნიშნა, რუსული კომპანიები მზად არიან პროდუქციის გადასაზიდად „ნებისმიერ მომენტში“, ახლა კი საჭიროა შეთანხმებების ოპერატიულად გაფორმება.
მისი თქმით, რუსეთი წლის ბოლომდე დიზელის საწვავის ექსპორტის მოცულობით თვეში 3–3,5 მილიონ ტონაზე გავა, ანუ კრიზისამდელ ნიშნულს მიაღწევს. ამასთან, რუსეთისთვის დიზელის საექსპორტო მიმართულება აუცილებელია, თუმცა შიდა ბაზარი პრიორიტეტად რჩება.
ნოვაკმა ასევე აღნიშნა, რომ ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2026 წლის დასაწყისთან შედარებით – „თითქმის ორჯერ“.
ყველა ახალი ამბავი
0