https://sputnik-georgia.com/20261018/nana-keinishvilma-erovnuli-sabcho-datova-301212519.html
„არ ვეთანხმები ბრალდებებს": ნანა ყეინიშვილმა სებ-ის საბჭო დატოვა
„არ ვეთანხმები ბრალდებებს": ნანა ყეინიშვილმა სებ-ის საბჭო დატოვა
Sputnik საქართველო
პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა. 18.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-18T12:55+0400
2026-10-18T12:55+0400
2026-10-18T12:55+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა, აღნიშნულის შესახებ განცხადება ყეინიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.9 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.ყეინიშვილის განცხადებით, იგი არ ეთანხმება მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა პოსტს ტოვებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და სებ-ის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ეროვნულ ბანკში შპს „ბიტექსჩეინჯის" (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნეს-საქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა.ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა. მანამდე, 2012–2016 წლებში იგი „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
„არ ვეთანხმები ბრალდებებს": ნანა ყეინიშვილმა სებ-ის საბჭო დატოვა
პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა, აღნიშნულის შესახებ განცხადება ყეინიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
9 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ყეინიშვილის განცხადებით, იგი არ ეთანხმება მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა პოსტს ტოვებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და სებ-ის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს.
„კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის... ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“,- დაწერა ყეინიშვილმა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ეროვნულ ბანკში შპს „ბიტექსჩეინჯის" (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო.
შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნეს-საქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად.
პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა.
ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა. მანამდე, 2012–2016 წლებში იგი „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.