ძალოსნობა: მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, პრიზიორი და რეკორდსმენია

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიძალოსნობა
ძალოსნობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 112 კგ დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა - მან ატაცში ევროპის რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მურღვლიანმა (86კგ) სამი მედალი მოიპოვა, იუწყება პირველი არხი.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 112 კგ დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა - მან ატაცში ევროპის რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა.
მარიამ მურღვლიანმა აკვრაში თავი 136 კგ-ს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული ერგო. ორჭიდში მოგროვილი 248 კგ-ით მურღვლიანმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხის მედლით დაასრულა.
2026 წლის ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ჩემპიონატი ძალოსნობაში დურესში 12-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იმართება.
მარიამ მურღვლიანი წარმატებული ქართველი ძალოსანია (86 კგ წონით კატეგორიაში), რომელიც ქალთა ძალოსნობაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი სპორტსმენად ითვლება. ის არის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და რეკორდსმენი, რომელმაც სახელი განსაკუთრებით ატაცის დისციპლინაში მოპოვებული ოქროს მედლებითა და დამყარებული ევროპული რეკორდებით გაითქვა.
ყველა ახალი ამბავი
0