ფაბრიციო რომანო: „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში კვარაცხელია მეორე ადგილზეა

© PSG - Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
ოქტომბერში საფეხბურთო სამყარო 2025/2026 წლების სეზონის შედეგების მიხედვით „ოქროს ბურთის“ ახალი მფლობელის ვინაობას შეიტყობს.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი სპორტული ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბ „პარი-სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ (Ballon d'Or) მიმდინარე გამოკითხვაში ამ დროისთვის მეორე ადგილზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხმის მიცემის შუალედურ მონაცემებში ლიდერობას კილიან მბაპე ინარჩუნებს, ხოლო ქართველი შემტევი მის უშუალო მდევრად სახელდება.
„სენსაციური სიახლე: „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) გამოკითხვაში კილიან მბაპე ლიდერობს. ამდენი წლის მოლოდინის შემდეგ — ნუთუ ეს, ბოლოს და ბოლოს, მისი წელი იქნება?“ – წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი.
ფაბრიციო რომანო France Football-ის ჟიურისგან გაჟონილ უახლეს მონაცემებს აქვეყნებს:
1.
კილიან მბაპე — 34.2%,
2.
ხვიჩა კვარაცხელია — 24.3%,
3.
ჰარი კეინი — 8.6%.
დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.
გასულ სეზონზე ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამასთან, ქართველმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო.
„ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ასევე არიან უსმან დემბელე, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, მარკინიოსი და ნუნო მენდეში.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
ყველა ახალი ამბავი
0