ფარიკაობა: სანდრო ბაზაძე ალჟირის მსოფლიო თასის ჩემპიონია

© @PHOTOPAVIAსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
ლეგენდარულმა მოფარიკავემ უშუალოდ მსოფლიო თასზე კარიერაში მეორე ოქროს მედალი მოიგო
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. სანდრო ბაზაძე ალჟირში გამართული ფარიკაობის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა, იუწყება პირველი არხი.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ტურნირზე გამოსვლა 1/32 ფინალიდან დაიწყო, ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და ფინალშიც წარმატებით იასპარეზა.
ქართველმა მოფარიკავემ ფინალში უნგრელი კრისტიან რაბი ანგარიშით 15-12 დაამარცხა და სეზონის მეორე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალურ ეტაპზე კი ბაზაძემ იაპონელი მაო კოკუბო ანგარიშით 15-10 დაამარცხა.
ბაზაძემ ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ორიდან ორივე ტურნირზე ოქროს მედალი დაისაკუთრა - ალჟირის ტურნირამდე სექტემბერში იგი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული FIE სატელიტის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0