https://sputnik-georgia.com/20261018/aleqsandre-abramishvili-vice-chempioni-gaxda-301214012.html
თავისუფალი ჭიდაობა: აბრამიშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია
თავისუფალი ჭიდაობა: აბრამიშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია
Sputnik საქართველო
მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა სანდრო ყურაშვილი 18.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-18T12:24+0400
2026-10-18T12:24+0400
2026-10-18T12:24+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24574/09/245740915_0:85:3343:1965_1920x0_80_0_0_d7801489f4d8e45a63afd3eabac5caa4.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ლას-ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა, იუწყება პირველი არხი.ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უნგრელი მილან გელენი დაამარცხა, თუმცა, ოქროს მედლისთვის კი ირანელ აბოლფაზ მუჰამედ ნეჟადისთან დამარცხდა.ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ნაკრების სხვა წევრებმაც. მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა სანდრო ყურაშვილი (92კგ). ტურნირზე ასევე მესამე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ).23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ლას-ვეგასში ოფიციალურად 12-18 ოქტომბრის პერიოდში იმართება. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირზე ქვეყანა 20 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.12–14 ოქტომბერს ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს და სამი მედალი მოიპოვეს – კობა ქარუმიძე (55კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი თორნიკე მიქელაძე (82კგ) და ანრი ფუტკარაძე (77კგ) დაეუფლნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24574/09/245740915_305:0:3036:2048_1920x0_80_0_0_582e01c04a3e049b8b4bd90095c35690.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: აბრამიშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია
მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა სანდრო ყურაშვილი
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ლას-ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა, იუწყება პირველი არხი.
ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უნგრელი მილან გელენი დაამარცხა, თუმცა, ოქროს მედლისთვის კი ირანელ აბოლფაზ მუჰამედ ნეჟადისთან დამარცხდა.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ნაკრების სხვა წევრებმაც. მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა სანდრო ყურაშვილი (92კგ). ტურნირზე ასევე მესამე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ).
23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ლას-ვეგასში ოფიციალურად 12-18 ოქტომბრის პერიოდში იმართება. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირზე ქვეყანა 20 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
12–14 ოქტომბერს ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს და სამი მედალი მოიპოვეს – კობა ქარუმიძე (55კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი თორნიკე მიქელაძე (82კგ) და ანრი ფუტკარაძე (77კგ) დაეუფლნენ.