ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

© Batumi State Music Centreვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
წმინდა აგათას ბაზილიკაში გამართულ საღამოს ესწრებოდნენ იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნიდან დიპლომატები ესწრებოდნენ, პროგრამის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს პატრიარქის შეხვედრებს რომის პაპებთან
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კაპელას შესრულებამ მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ქართული მუსიკალური კულტურის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
© Batumi State Music Centreვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
В Ватикане прошел концерт памяти Католикоса-Патриарха Илии II с участием капеллы Батумского государственного музыкального центра - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ღონისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის კიდევ ერთხელ წარმოჩენასა და მისი ხსოვნის უკვდავყოფას, საერთაშორისო დონეზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მდიდარი მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენას, უნიკალური ქართული მრავალხმიანობისა და საგუნდო ხელოვნების, ასევე, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების გაცნობას.
© Batumi State Music Centreვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
В Ватикане прошел концерт памяти Католикоса-Патриарха Илии II с участием капеллы Батумского государственного музыкального центра - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
წმინდა აგათას ბაზილიკაში გამართულ ქართულ მუსიკალურ საღამოს ესწრებოდნენ იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით მექვაბიშვილმა, აღმოსავლეთის ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა, პონტიფიკური აღმოსავლეთის ინსტიტუტის კანცლერმა, კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბადრი ნაკაშიძემ. საღამოს უძღვებოდა საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ჭანტურიშვილი.
© Batumi State Music Centreვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
В Ватикане прошел концерт памяти Католикоса-Патриарха Илии II с участием капеллы Батумского государственного музыкального центра - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ყურადღება დაეთმო საქართველო-ვატიკანს შორის არსებულ მრავალწლიან კულტურულ ურთიერთობებს, კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობასა და მსგავსი ღონისძიებების როლს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების გაღრმავების, კულტურათაშორისი დიალოგისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის პროცესში.
© Batumi State Music Centreვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
В Ватикане прошел концерт памяти Католикоса-Патриарха Илии II с участием капеллы Батумского государственного музыкального центра - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
საღამოზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ ააჟღერა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, შესრულდა პატრიარქ ილია II-ის საგალობლები.
პროგრამის ფარგლებში მოეწყო ფოტო გამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შეხვედრებს რომის პაპებთან: იოანე პავლე II-სა და ფრანცისკესთან, საქართველოში მათი ვიზიტების დროს.
ყველა ახალი ამბავი
0