მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპის მიერ სანქციების შეჩერება აშშ-ის სერიოზულ განზრახვაზე მეტყველებს - რუსეთი

© photo: Sputnik / Maxim Blinovრუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას სანქციების შეჩერების შესახებ რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის, რუსეთის ოფიციალურ პირების, ბანკებისა და ენერგორესურსების შემძენი ქვეყნების წინააღმდეგ, დმიტრიევმა კი ამას ისტორიული მომენტი უწოდა
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, არ დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები, იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკული მხარე სერიოზულად არის განწყობილი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზების მოძიებისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„ეს გადაწყვეტილება (სანქციების კანონის გაყინვა — Sputnik) მოწმობს აშშ-ის ადმინისტრაციის განზრახვის სერიოზულობას, ხელი შეუწყოს კონფლიქტის დარეგულირებას“, — ციტირებს რიაბკოვს სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ამავდროულად, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან „წივილ-კივილსა და დაცინვას“ გამოიწვევს.
„ახლა ველოდებით წივილ-კივილსა და დაცინვას ევროკავშირისა და მისნაირების მხრიდან“, — განაცხადა რიაბკოვმა.
პარასკევს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორს, რუსეთის ოფიციალურ პირებს, ბანკებსა თუ სხვა სუბიექტებს, ასევე რუსეთისგან ენერგორესურსების შემძენ ქვეყნებს ახალი სანქციები არ დაუწესდებათ.
საუბარია სანქციებზე, რომლებიც გათვალისწინებული იყო კანონში, რომელზეც თავის დროზე მუშაობდა სენატორი ლინდსი გრემი ანტირუსული სანქციების თავგადაკლული მომხრე (რომელიც რუსეთმა ტერორისტთა და ექსტრემისტთა სიაში შეიყვანა).
გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ სანქციებზე, რომლებიც აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ადრე დააწესა.
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა, ტრამპის გადაწყვეტილებას, არ დაუწესდეს რუსეთს ახალი შეზღუდვები, „ისტორიული მომენტი“ უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0