„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ სიმბოლიკა
„ქართული ოცნების“ სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ იმართება.
სხდომას ესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.
განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ამასთან, სხოდმის პარალელურად, პარტიის ოფისთან აქტივისტთა ჯგუფი საპორტესტო აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ 14-წლიან მმართველობას აპროტესტებენ.
ყველა ახალი ამბავი
0