„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.
ამასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს განაცხადა, დღევანდელ შეკრებაზე არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი.
„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0