მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა უკრაინული დარტყმებით დაზიანებული სავაჭრო ინფრასტრუქტურის აღდგენის ბრძანება გასცა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2026
გამოწერა
ზაფხულში უკრაინის დრონებმა დაბომბეს ონლაინ-პლატფორმების — Wildberries-ისა და Ozon-ის — საწყობები; ზოგან გაჩნდა ხანძარი, რამაც იქ შენახული საქონელი გაანადგურა.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა, დაამტკიცოს ტერორისტული აქტების შედეგად დაზიანებული სავაჭრო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროგრამა.
სახელმწიფოს მეთაურის მიერ, სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომის შედეგების მიხედვით დამტკიცებული დავალებების ნუსხა კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საბჭოს სხდომა 19 აგვისტოს გაიმართა. მის შემდეგ მთავრობამ, ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მხარდაჭერის სხვადასხვა ვარიანტის შემუშავება დაიწყო.
„რუსეთის ფედერაციის მთავრობას: დამტკიცდეს ტერორისტული აქტების შედეგად დაზიანებული სავაჭრო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროგრამა — თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, და უზრუნველყოფილ იქნას მისი რეალიზაცია“, — ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.
ზაფხულში პოპულარული მარკეტპლეისების - Wildberries და Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრები უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა. რამდენიმე შემთხვევაში გაჩნდა ხანძარი, საწყობებში შენახული საქონელი განადგურდა.
როგორც პუტინმა ადრე აღნიშნა, რუსულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილ დარტყმებს არ გამოუწვევია — და ვერც გამოიწვევდა — რაიმე კრიტიკული შედეგი. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა საპასუხო დარტყმების შედეგებს ყოველ დღე და ყოველ ღამე იგრძნობს.
ყველა ახალი ამბავი
0