https://sputnik-georgia.com/20261017/erovnul-banks-cifruli-laris-gamosvebis-eqskluziuri-ufleba-mieniwa-301207782.html
ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა
ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა
Sputnik საქართველო
ცვლილებები მარეგულირებელს ციფრული ლარის დანერგვისთვის მომზადებაში დაეხმარება, კერძოდ — საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში. 17.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-17T15:43+0400
2026-10-17T15:43+0400
2026-10-17T15:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271832264_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_7d34b189822fdcac6a51f53c6129fb82.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე საბოლოო მოსმენით მიიღო, რომელიც ცენტრალურ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს.კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მარეგულირებელს ციფრული ლარის დანერგვისთვის მომზადებაში დაეხმარება, კერძოდ — საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში.კანონპროექტი აზუსტებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა მიმართ წაყენებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, განისაზღვრა, რომ საბჭოს არაუმეტეს ორი წევრი შეიძლება არ წარმოადგენდეს ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროს. ამასთან, ასეთ წევრს თავის სფეროში მუშაობის სულ მცირე ათწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.გარდა ამისა, კანონპროექტი ადგენს მოთხოვნებს მოწვეული ექსპერტებისთვის. კერძოდ, ექსპერტებს ეკრძალებათ ფინანსური სექტორის წარმომადგენლობა, ამ სექტორში მოქმედ ბიზნესებში პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ფლობა, ასევე — დირექტორის ან მმართველი ორგანოს წევრის პოზიციის დაკავება.პროექტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და ის გამოქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს“ ვებგვერდზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271832264_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2d097ced6c8e6c89ddb321eb0c8d26e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი
ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა
ცვლილებები მარეგულირებელს ციფრული ლარის დანერგვისთვის მომზადებაში დაეხმარება, კერძოდ — საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე საბოლოო მოსმენით მიიღო, რომელიც ცენტრალურ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მარეგულირებელს ციფრული ლარის დანერგვისთვის მომზადებაში დაეხმარება, კერძოდ — საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
კანონპროექტი აზუსტებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა მიმართ წაყენებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, განისაზღვრა, რომ საბჭოს არაუმეტეს ორი წევრი შეიძლება არ წარმოადგენდეს ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროს. ამასთან, ასეთ წევრს თავის სფეროში მუშაობის სულ მცირე ათწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
გარდა ამისა, კანონპროექტი ადგენს მოთხოვნებს მოწვეული ექსპერტებისთვის. კერძოდ, ექსპერტებს ეკრძალებათ ფინანსური სექტორის წარმომადგენლობა, ამ სექტორში მოქმედ ბიზნესებში პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ფლობა, ასევე — დირექტორის ან მმართველი ორგანოს წევრის პოზიციის დაკავება.
პროექტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და ის გამოქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს“ ვებგვერდზე.