https://sputnik-georgia.com/20261017/analitikosebi-2026-wels-saqartvelostvis-turizmidan-rekordul-semosavlebs-prognozireben-301204093.html
ანალიტიკოსები 2026 წელს საქართველოსთვის ტურიზმიდან რეკორდულ შემოსავლებს პროგნოზირებენ
ანალიტიკოსები 2026 წელს საქართველოსთვის ტურიზმიდან რეკორდულ შემოსავლებს პროგნოზირებენ
Sputnik საქართველო
რეკორდულია საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც. 17.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-17T11:10+0400
2026-10-17T11:10+0400
2026-10-17T11:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/06/301012463_0:299:3072:2027_1920x0_80_0_0_8c939d3327449d7b3a34ae1c4c44461a.jpg
თბილისი, 17 ოქტომმბერი — Sputnik. საქართველომ 2026 წლის დასაწყისიდან ტურიზმიდან 3,7 მლრდ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო 2026 წლის შედეგებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4,9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.ბოლო ორ წელიწადში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ყველა რეკორდი მოხსნა. რეკორდულია ასევე ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა.„2026 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7,7%-ით გაიზარდა 525 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები 3,7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+2,5% წ/წ)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ექვს თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისგან 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც 2,03%-ით ნაკლებია 2025 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.2026 წლის ორ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 335,6 მილიონი აშშ დოლარი.ამასთან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 25,05%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი კი 21,16%-ით გაიზარდა.2025 წელს საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან დაახლოებით 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი 2025 წელს 5,98%-ით გაიზარდა. 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 697,3 მილიონი დოლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/06/301012463_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_2eb62651aa8b3ab1bed61a71f2f72e9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ანალიტიკოსები 2026 წელს საქართველოსთვის ტურიზმიდან რეკორდულ შემოსავლებს პროგნოზირებენ
11:10 17.10.2026 (განახლებულია: 11:13 17.10.2026) რეკორდულია საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც.
თბილისი, 17 ოქტომმბერი — Sputnik. საქართველომ 2026 წლის დასაწყისიდან ტურიზმიდან 3,7 მლრდ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო 2026 წლის შედეგებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4,9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
ბოლო ორ წელიწადში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ყველა რეკორდი მოხსნა. რეკორდულია ასევე ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა.
„2026 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7,7%-ით გაიზარდა 525 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლები 3,7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+2,5% წ/წ)“, - ნათქვამია
მიმოხილვაში.
ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ექვს თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისგან 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც 2,03%-ით ნაკლებია 2025 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.
2026 წლის ორ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 335,6 მილიონი აშშ დოლარი.
ამასთან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 25,05%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი კი 21,16%-ით გაიზარდა.
2025 წელს საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან დაახლოებით 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი 2025 წელს 5,98%-ით გაიზარდა. 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 697,3 მილიონი დოლარი.