ტყიბულის სატყეო უბანზე დეგრადირებული ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება

© Roads Department of Georgiaქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზა
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
გამოწერა
მუხურის ტერიტორიაზე კოლხური ბზის და წაბლის შერეული კორომი იყო გავრცელებული, რომელიც მავნებლის ზემოქმედების შედეგად განადგურებულია.
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ტყიბულის სატყეო უბნის მუხურისა და საწირის სატყეოებში დეგრადირებული ტყის აღდგენის პროექტი, ჯამში, 6 ჰა ფართობზე განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები აღდგენის პროექტს შეიმუშავებენ, სამუშაოები კი 2027 წელს დაიწყება.
მუხურის ტერიტორიაზე კოლხური ბზის და წაბლის შერეული კორომი იყო გავრცელებული, რომელიც მავნებლის ზემოქმედების შედეგად განადგურებულია.
„პერიმეტრის შემოღობვისა და გაწმენდის შემდეგ დაიგეგმება ისეთი სახეობების დარგვა, რომლებიც თავდაპირველი ეკოსისტემის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საწირის ტერიტორიაზე კი, საორიენტაციოდ, მუხის, ფიჭვის, წაბლისა და წიფლის სახეობების დარგვა იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანი დეგრადირებული ტყეების აღდგენაა.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მიმდინარე წელს ტყის აღდგენის ღონისძიებები ქვეყნის 9 რეგიონში, 2600 ჰა-მდე ფართობზე განახორციელა. ხოლო გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51.000 ჰა-მდე ფართობზე განხორციელდება.
საქართველოს ტერიტორიის (6,97 მლნ ჰა) 40% ტყით არის დაფარული, რაც 2,7 მილიონ ჰექტარს შეადგენს. თუმცა ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან ტყის ლანდშაფტი მუდმივ ცვლილებას განიცდის და ტყის ფონდის ფართობი იცვლება.
2021 წლიდან ყველა ტყე აღირიცხება და საკუთრების ტიპის და კატეგორიების მიხედვით დაიყოფა.
ყველა ახალი ამბავი
0