https://sputnik-georgia.com/20261016/rusetis-jarma-2026-wels-310-dasaxlebuli-punqti-gaatavisufla-301200905.html
რუსეთის ჯარმა 2026 წელს 310 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
რუსეთის ჯარმა 2026 წელს 310 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
Sputnik საქართველო
რუსეთი აგრძელებს დარტყმების განხორციელებას უკრაინის იმ სტრატეგიულ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გამოიყენება 16.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-16T16:07+0400
2026-10-16T16:07+0400
2026-10-17T01:27+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299778845_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e109a59cada6484b96adbce48c36e610.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წელს რუსულმა ძალებმა დაახლოებით 6.500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 310 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების სამმართველოს დამხმარე სამეთაურო პუნქტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.„მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე გათავისუფლდა დაახლოებით 6.500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 310 დასახლებული პუნქტი“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.მან დააზუსტა, რომ კიევის რეჟიმის კონტროლის ქვეშ რჩება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის 10 პროცენტზე ოდნავ მეტი და ზაპოროჟიეს ოლქის 16,5 პროცენტი.აღსანიშნავი წარმატებებირუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე წარმატებად შეაფასა ხარკოვის ოლქში, ძალთა დაჯგუფება „სევერის“ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლთა ალყაში მოქცევა.„...დაახლოებით 2000 კაციანი დაჯგუფების ალყაში მოქცევა 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე — უფრო ზუსტად, 460 კვადრატულ კილომეტრზე — ეს არცთუ ისე რიგითი მოვლენაა“, — ხაზი გაუსვა პუტინმა.უმაღლესმა მთავარსარდალმა ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა დობროპოლიეს აღებას.„დობროპილიეს აღება, უდავოდ, მნიშვნელოვანი მოვლენაა მთლიანად დონბასის გათავისუფლების პროცესში და რეალური წარმატებაა“, — განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ „იუჟნაიას“ დაჯგუფების ძალების მიერ ალექსეევო-დრუჟკოვკის გათავისუფლება, დრუჟკოვკასა და კრამატორსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებულ პოზიციებზე შეტევის დაწყებასთან ერთად, ქმნის პირობებს „დონბასის ტერიტორიის გაწმენდის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად“.დარტყმები სტრატეგიულ ობიექტებზეთათბირზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა, რომ გეგმის თანახმად, გრძელდება დარტყმების განხორციელება უკრაინის იმ სტრატეგიულ ობიექტებზე, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ.„დარტყმები ხორციელდება სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდებზე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა ცენტრებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს ემსახურება“, — განაცხადა გერასიმოვმა.მან ასევე განაცხადა, რომ შავი ზღვის მსხვილი პორტების ფუნქციონირება დღეისათვის პარალიზებულია. ეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და საზღვაო ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებული სისტემატური დარტყმების შედეგია — რაც, თავის მხრივ, კიევის მიერ რუსული ნაოსნობის შეჩერების მცდელობებზე პასუხს წარმოადგენს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299778845_131:0:2862:2048_1920x0_80_0_0_4339db9438dbe3b0b13bbb7d446b7349.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, ვლადიმირ პუტინი
რუსეთის ჯარმა 2026 წელს 310 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
16:07 16.10.2026 (განახლებულია: 01:27 17.10.2026) რუსეთი აგრძელებს დარტყმების განხორციელებას უკრაინის იმ სტრატეგიულ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გამოიყენება
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წელს რუსულმა ძალებმა დაახლოებით 6.500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 310 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების სამმართველოს დამხმარე სამეთაურო პუნქტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე გათავისუფლდა დაახლოებით 6.500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 310 დასახლებული პუნქტი“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
მან დააზუსტა, რომ კიევის რეჟიმის კონტროლის ქვეშ რჩება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის 10 პროცენტზე ოდნავ მეტი და ზაპოროჟიეს ოლქის 16,5 პროცენტი.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე წარმატებად შეაფასა ხარკოვის ოლქში, ძალთა დაჯგუფება „სევერის“ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლთა ალყაში მოქცევა.
„...დაახლოებით 2000 კაციანი დაჯგუფების ალყაში მოქცევა 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე — უფრო ზუსტად, 460 კვადრატულ კილომეტრზე — ეს არცთუ ისე რიგითი მოვლენაა“, — ხაზი გაუსვა პუტინმა.
უმაღლესმა მთავარსარდალმა ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა დობროპოლიეს აღებას.
„დობროპილიეს აღება, უდავოდ, მნიშვნელოვანი მოვლენაა მთლიანად დონბასის გათავისუფლების პროცესში და რეალური წარმატებაა“, — განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ „იუჟნაიას“ დაჯგუფების ძალების მიერ ალექსეევო-დრუჟკოვკის გათავისუფლება, დრუჟკოვკასა და კრამატორსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებულ პოზიციებზე შეტევის დაწყებასთან ერთად, ქმნის პირობებს „დონბასის ტერიტორიის გაწმენდის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად“.
დარტყმები სტრატეგიულ ობიექტებზე
თათბირზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტს მოახსენა, რომ გეგმის თანახმად, გრძელდება დარტყმების განხორციელება უკრაინის იმ სტრატეგიულ ობიექტებზე, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
„დარტყმები ხორციელდება სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდებზე, სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა ცენტრებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს ემსახურება“, — განაცხადა გერასიმოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ შავი ზღვის მსხვილი პორტების ფუნქციონირება დღეისათვის პარალიზებულია. ეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და საზღვაო ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებული სისტემატური დარტყმების შედეგია — რაც, თავის მხრივ, კიევის მიერ რუსული ნაოსნობის შეჩერების მცდელობებზე პასუხს წარმოადგენს.