https://sputnik-georgia.com/20261016/qartuli-rvino-niderlandebsi-waradgines-301194613.html
ქართული ღვინო ნიდერლანდების სამეფოში პრესტიჟულ ფესტივალზე წარადგინეს
ქართული ღვინო ნიდერლანდების სამეფოში პრესტიჟულ ფესტივალზე წარადგინეს
Sputnik საქართველო
როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიამ წარადგინა. 16.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-16T17:58+0400
2026-10-16T17:58+0400
2026-10-16T17:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
ნიდერლანდები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/10/301186993_0:280:1280:1000_1920x0_80_0_0_6533da94580cc2273757ac5b74d09c65.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik.ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე Folie culinaire გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ათასობით სტუმარს - ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებს და HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა 50-მდე სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიამ წარადგინა.ქართული ღვინის პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Wijnimport Bleeker ორგანიზებით გაიმართა.ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და ტრადიციულად 5 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის ევროპის ღვინის ბაზარზე.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორცილებს.საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხალხურ ხელოვნებაში, ასევე სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში, ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის სახეები.დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენია კულტივირებული. მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმოშობისაა. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
საქართველო
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/10/301186993_0:160:1280:1120_1920x0_80_0_0_ed29be27602b598fd383120a1becfbc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, ნიდერლანდები
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, ნიდერლანდები
ქართული ღვინო ნიდერლანდების სამეფოში პრესტიჟულ ფესტივალზე წარადგინეს
როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიამ წარადგინა.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik.ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ მაასტრიხტში, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე Folie culinaire გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ათასობით სტუმარს - ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებს და HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცა, დაეგემოვნებინა 50-მდე სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.
როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიამ წარადგინა.
ქართული ღვინის პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Wijnimport Bleeker ორგანიზებით გაიმართა.
ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება და ტრადიციულად 5 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის ევროპის ღვინის ბაზარზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორცილებს.
საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხალხურ ხელოვნებაში, ასევე სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში, ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის სახეები.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენია კულტივირებული. მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმოშობისაა. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.