https://sputnik-georgia.com/20261016/papuasvili-saparlamento-dbiplomatia-mosazrebebis-gacvlas-unda-emsaxurebodes-301198230.html
პაპუაშვილი: საპარლამენტო დიპლომატია მოსაზრებების გაცვლას უნდა ემსახურებოდეს
პაპუაშვილი: საპარლამენტო დიპლომატია მოსაზრებების გაცვლას უნდა ემსახურებოდეს
Sputnik საქართველო
საპარლამენტო დიპლომატია უნდა გამოიყენებოდეს მოსაზრებების გაცვლის, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ყველა სახელმწიფოსთვის საერთო სტანდარტების დაცვისთვის... 16.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-16T20:51+0400
2026-10-16T20:51+0400
2026-10-16T20:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569151_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6bd85c3b0c3b867fd52d3455c0d5e093.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო დიპლომატია დიალოგისთვის უნდა გამოიყენებოდეს და არა — ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რომში, ევროპის საბჭოს პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.კონფერენციაზე შეიკრიბა ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების 70-ზე მეტი თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, ასევე 500-ზე მეტი დელეგატი.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული და აღქმებზე დაფუძნებული პოზიციების გასატარებლად გამოყენებისა და მათ იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა.„საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება. მათი ავტორიტეტი ლეგიტიმურობას ეფუძნება: რწმენას, რომ წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდება; რომ გადაწყვეტილებები ფაქტებსა და სამართლიან პროცედურებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას; და რომ ამ წესებზე მაღლა არავინ დგას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.როგორც მან აღნიშნა, როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო და პოლიტიკური ჯგუფი ინსტიტუტებს ვიწროდ განსაზღვრული პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ზოგიერთი წევრის ზეწოლის ქვეშ მოსაქცევად და სხვების დასაცავად ან მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკურ იარაღად ქცევისთვის იყენებს, ამ ინსტიტუტებს თავიანთ მთავარ დანიშნულებას ართმევს.„ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია“, - განაცხადა მან.თავის გამოსვლაში პარლამენტის სპიკერმა PACE ბოლო მიღებული რეზოლუციის გამო გააკრიტიკა.PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შეშფოთება გამოხატა საქართველოს „დემოკრატიული სტანდარტებიდან უკანდახევის გამო“. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ხელისუფლებისადმი, გააუქმოს მთელი რიგი კანონები, რომლებსაც ასამბლეა რეპრესიულად მიიჩნევს, ასევე შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რეზოლუციაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ - მას „ტენდენციური და მიკერძოებული“ უწოდეს.კერძოდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი „სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569151_162:0:1954:1344_1920x0_80_0_0_aed0494cf783f63eb7b859bac6611d49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, ევროპა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, ევროპა
პაპუაშვილი: საპარლამენტო დიპლომატია მოსაზრებების გაცვლას უნდა ემსახურებოდეს
საპარლამენტო დიპლომატია უნდა გამოიყენებოდეს მოსაზრებების გაცვლის, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ყველა სახელმწიფოსთვის საერთო სტანდარტების დაცვისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო დიპლომატია დიალოგისთვის უნდა გამოიყენებოდეს და არა — ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რომში, ევროპის საბჭოს პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენციაზე შეიკრიბა ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების 70-ზე მეტი თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, ასევე 500-ზე მეტი დელეგატი.
„საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცებაში წვლილის შეტანა შეუძლია, თუმცა აუცილებელია, მკაფიოდ განვასხვავოთ დიალოგი ჩარევისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული და აღქმებზე დაფუძნებული პოზიციების გასატარებლად გამოყენებისა და მათ იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა.
„საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება. მათი ავტორიტეტი ლეგიტიმურობას ეფუძნება: რწმენას, რომ წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდება; რომ გადაწყვეტილებები ფაქტებსა და სამართლიან პროცედურებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას; და რომ ამ წესებზე მაღლა არავინ დგას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო და პოლიტიკური ჯგუფი ინსტიტუტებს ვიწროდ განსაზღვრული პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ზოგიერთი წევრის ზეწოლის ქვეშ მოსაქცევად და სხვების დასაცავად ან მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკურ იარაღად ქცევისთვის იყენებს, ამ ინსტიტუტებს თავიანთ მთავარ დანიშნულებას ართმევს.
„ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია“, - განაცხადა მან.
თავის გამოსვლაში პარლამენტის სპიკერმა PACE ბოლო მიღებული რეზოლუციის გამო გააკრიტიკა.
„ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტისა და სახალხო დემოკრატიის დასაცავად შევუერთდით, კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების და, შესაბამისად, მისი თავისუფლების დარღვევას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შეშფოთება გამოხატა საქართველოს „დემოკრატიული სტანდარტებიდან უკანდახევის გამო“. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ხელისუფლებისადმი, გააუქმოს მთელი რიგი კანონები, რომლებსაც ასამბლეა რეპრესიულად მიიჩნევს, ასევე შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რეზოლუციაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ - მას „ტენდენციური და მიკერძოებული“ უწოდეს.
კერძოდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი „სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“.