https://sputnik-georgia.com/20261016/msvidoba-rogorc-stabilurobis-garanti-ra-ganixila-maka-boworisvilma-eutos-tavmjdomarestan-301200597.html
მშვიდობა როგორც სტაბილურობის გარანტია: რა განიხილა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს თავმჯდომარესთან
მშვიდობა როგორც სტაბილურობის გარანტია: რა განიხილა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს თავმჯდომარესთან
Sputnik საქართველო
საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე აცხადებს პრეტენზიას 16.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-16T21:38+0400
2026-10-16T21:38+0400
2026-10-17T00:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
შვეიცარია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება — ეს არის ერთადერთი გზა საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებლად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნაციო კასისთან შეხვედრაზე.კასისი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 16 ოქტომბერს ჩამოვიდა. თბილისში დაგეგმილია ოფიციალური მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, აღნიშნა მან.მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და დინამიკურ ეკონომიკურ განვითარებას, რეგიონში მნიშვნელოვანი როლისა და ფუნქციის განხორციელებას.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარია, უკვე მრავალი წელია, ასრულებს შუამავლის როლს.მისი თქმით, მოქმედ თავმჯდომარეს ის ისაუბრა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განზომილების, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მზარდ შესაძლებლობებზე.მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას და გამოწვევებს, რომელიც თან ახლავს ხშირად ორგანიზაციის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობებს.„დღეს სრულად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც თან ახლავს მრავალმხრივი დიპლომატიის განხორციელებას. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ პრინციპებისა და ნორმების დაცვაში, რაც საფუძვლად უდევს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის პრეტენდენტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პოზიციისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაც იბრძვის.თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩევა, თუმცა 57 წევრი სახელმწიფოდან ნებისმიერს მიზეზების განმარტების გარეშე ვეტო გამოყენების უფლება აქვს.
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შვეიცარია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო
ახალი ამბები, საქართველო, შვეიცარია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო
მშვიდობა როგორც სტაბილურობის გარანტია: რა განიხილა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს თავმჯდომარესთან
21:38 16.10.2026 (განახლებულია: 00:58 17.10.2026) საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე აცხადებს პრეტენზიას
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება — ეს არის ერთადერთი გზა საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებლად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნაციო კასისთან შეხვედრაზე.
კასისი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 16 ოქტომბერს ჩამოვიდა. თბილისში დაგეგმილია ოფიციალური მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.
„ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება არის ერთადერთი გზა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, აღნიშნა მან.
მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და დინამიკურ ეკონომიკურ განვითარებას, რეგიონში მნიშვნელოვანი როლისა და ფუნქციის განხორციელებას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარია, უკვე მრავალი წელია, ასრულებს შუამავლის როლს.
„შესაბამისად, ამ ორი მოვალეობის თანხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და შვეიცარიაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მოქმედ თავმჯდომარეს ის ისაუბრა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განზომილების, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მზარდ შესაძლებლობებზე.
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას და გამოწვევებს, რომელიც თან ახლავს ხშირად ორგანიზაციის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობებს.
„დღეს სრულად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც თან ახლავს მრავალმხრივი დიპლომატიის განხორციელებას. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ პრინციპებისა და ნორმების დაცვაში, რაც საფუძვლად უდევს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის პრეტენდენტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პოზიციისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაც იბრძვის.
თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩევა, თუმცა 57 წევრი სახელმწიფოდან ნებისმიერს მიზეზების განმარტების გარეშე ვეტო გამოყენების უფლება აქვს.