https://sputnik-georgia.com/20261016/msgavsi-qceva-zirs-utxris-urtiertpativiscemas-saqartvelos-gancxadeba-eutosi-301189589.html
„მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემას“: საქართველოს განცხადება ეუთოში
„მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემას“: საქართველოს განცხადება ეუთოში
Sputnik საქართველო
დიპლომატის თქმით, არაერთგზის განხორციელებულმა ხელის შემშლელმა ქმედებებმა ხელი შეუშალა გამოსვლებს, ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა... 16.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-16T14:45+0400
2026-10-16T14:45+0400
2026-10-16T14:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
ავსტრია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_810f02618dbd262aaf9487eed495020a.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ეუთოს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს გულწრფელ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაზიარებას, ისინი არ უნდა გამოიყენებოდეს შეცდომაში შემყვანი ნარატივების გასავრცელებლად ან განსხვავებული აზრის პოლიტიზებისთვის, განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა ავსტრიაში და ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეკატერინე ზოდელავამ.აღნიშნული განცხადება გაჟღერდა ვარშავის ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე. ასე გამოეხმაურა ქართული დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლის, ბაია პატარაიას აქციაზე, რომელმაც ადამიანური განზომილების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლის დროს გაშალა ბანერი წარწერით: Release all Georgian political prisoners („თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტიკურ პატიმარს“). პატარაიას თქმით, მან „წინასწარ შეთანხმებული, მშვიდობიანი და უხმო პროტესტი“ გამართა.მისი თქმით, ვარშავის კონფერენცია ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის. მაგრამ კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელის შემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები.საქართველოს დელეგაციის განცხადებაში ხაზი გაესვა ეუთო-ს პლატფორმების სანდოობას, რომელიც ეფუძნება დადგენილი პროცედურული წესებისა და ქცევის კოდექსის პატივისცემას, ასევე აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და გამოხატვის თავისუფლება ეუთო-ს „ადამიანური განზომილების“ ფუნდამენტს წარმოადგენს.განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს ფარგლებში კონსტრუქციული თანამშრომლობისა და მიუკერძოებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ, რომელშიც მონაწილეობა – ინკლუზიური, ხოლო „სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ყველა მონაწილე სახელმწიფო და მხარე თანაბრად იცავს.
საქართველო
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_38b17322432f2e5484a1d41481ab15d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, ავსტრია
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, ავსტრია
„მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემას“: საქართველოს განცხადება ეუთოში
დიპლომატის თქმით, არაერთგზის განხორციელებულმა ხელის შემშლელმა ქმედებებმა ხელი შეუშალა გამოსვლებს, ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ეუთოს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს გულწრფელ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაზიარებას, ისინი არ უნდა გამოიყენებოდეს შეცდომაში შემყვანი ნარატივების გასავრცელებლად ან განსხვავებული აზრის პოლიტიზებისთვის, განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა ავსტრიაში და ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეკატერინე ზოდელავამ.
აღნიშნული განცხადება გაჟღერდა ვარშავის ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე. ასე გამოეხმაურა ქართული დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლის, ბაია პატარაიას აქციაზე, რომელმაც ადამიანური განზომილების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლის დროს გაშალა ბანერი წარწერით: Release all Georgian political prisoners („თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტიკურ პატიმარს“). პატარაიას თქმით, მან „წინასწარ შეთანხმებული, მშვიდობიანი და უხმო პროტესტი“ გამართა.
„მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის“, – განაცხადა ზოდელავამ.
მისი თქმით, ვარშავის კონფერენცია ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის. მაგრამ კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელის შემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები.
საქართველოს დელეგაციის განცხადებაში ხაზი გაესვა ეუთო-ს პლატფორმების სანდოობას, რომელიც ეფუძნება დადგენილი პროცედურული წესებისა და ქცევის კოდექსის პატივისცემას, ასევე აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და გამოხატვის თავისუფლება ეუთო-ს „ადამიანური განზომილების“ ფუნდამენტს წარმოადგენს.
განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს ფარგლებში კონსტრუქციული თანამშრომლობისა და მიუკერძოებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ, რომელშიც მონაწილეობა – ინკლუზიური, ხოლო „სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ყველა მონაწილე სახელმწიფო და მხარე თანაბრად იცავს.