მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვში „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის, ივან ზუევის მემორიალური დაფა გაიხსნა

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვში „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის, ივან ზუევის მემორიალური დაფა გაიხსნა
მოსკოვში „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის, ივან ზუევის მემორიალური დაფა გაიხსნა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
გამოწერა
ივან ზუევი 2025 წლის 16 ოქტომბერს, ზაპოროჟიეს ოლქში, უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის დედაქალაქში, მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ შენობაში დღეს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის, ივან ზუევის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ივან ზუევი 2025 წლის 16 ოქტომბერს, ზაპოროჟიეს ოლქში, უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
„ზოგს წილად ხვდება პატივი, მიაღწიოს პროფესიულ და სამოქალაქო თვითრეალიზაციის უმაღლეს მწვერვალს — ნამდვილ თავგანწირვას. ვანიას სწორედ ეს პატივი ერგო. ამგვარად, მისი ცხოვრება უმაღლესი შინაარსით აღივსო“, — განაცხადა ცერემონიის დროს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვში „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის, ივან ზუევის მემორიალური დაფა გაიხსნა
Открытие мемориальной доски корреспонденту Ивану Зуеву в Москве - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
მოსკოვში „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის, ივან ზუევის მემორიალური დაფა გაიხსნა
მარმარილოს მემორიალური დაფა მოქანდაკეებმა ივან შელოვ-კოვედიაევმა და ელენა ელაგინამ შექმნეს. მასზე გამოსახულია სამხედრო კორესპონდენტის პროფილი და წარწერა: „2025 წლის ოქტომბერში ამ შენობიდან თავის უკანასკნელ მივლინებაში გაემგზავრა სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტი და „მამაცობის ორდენის“ კავალერი ივან მიხაილოვიჩ ზუევი“.
© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვში „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის, ივან ზუევის მემორიალური დაფა გაიხსნა
Открытие мемориальной доски корреспонденту Ивану Зуеву в Москве - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
მოსკოვში „რია ნოვოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის, ივან ზუევის მემორიალური დაფა გაიხსნა
ივან ზუევი დაიბადა 1986 წლის 28 მაისს ნოვოსიბირსკში. ჟურნალისტიკაში 2008 წლიდან მუშაობდა. დონბასში მისი პირველი მივლინება 2014 წელს შედგა, როდესაც ის წერდა დევნილთა და სახალხო რაზმელთა შესახებ, რომლებიც როსტოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევებს იგერიებდნენ.
2022 წლის თებერვალში ზუევმა ​​მუშაობა დაიწყო სააგენტო Sputnik-ახლო საზღვარგარეთში, ხოლო 2023 წლის აპრილში „რია ნოვოსტის“ შეუერთდა — როგორც სამხედრო კორესპონდენტი დონეცკში და სააგენტოს კოორდინატორი დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. სამხედრო კორესპონდენტს მიღებული ჰქონდა არაერთი უწყებრივი ჯილდო. 23 ოქტომბერს ზუევს, სიკვდილის შემდეგ, „მამაცობის ორდენი“ მიენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0