ფულადი გზავნილები საქართველოში წლის დასაწყისიდან - სტატისტიკა განახლდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარები
დოლარები - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,4%-ით გაიზარდა და 2,835.7 მლრდ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის იანვარი-სექტემბერი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

აშშ

551

9,9

იტალია

490

6,8

რუსეთი

307,8

-10,6

გერმანია

259,5

12

ისრაელი

246,4

20

იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 307,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 10,9%-ია. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 10,6%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში.
რუსეთიდან სექტემბერში გზავნილების მოცულობა შემცირდა
2026 წლის სექტემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 10,1%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 285,8 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2026 წლის სექტემბერი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

აშშ

63,4

6,2

იტალია

54

-0,2

გერმანია

30,6

2,8

საბერძნეთი

27,6

6

ისრაელი

26,3

13,1

სექტემბერში რუსეთიდან 7,9 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 2,75%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80,1%-ით ნაკლებია.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით ნაკლებია.
2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოდან საზღვარგარეთ 332,4 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 6,9%-ით მეტია 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0