მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკიმ ტრამპს პირობა წაუყენა

© Press service of the President of UkraineDrapele SUA și Ucrainei
Drapele SUA și Ucrainei - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა კიევს მოუწოდა, არ განეხორციელებინა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას — რასაც მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მოითხოვდა, — თუმცა ერთი პირობით.
„თუ თქვენ დახმარებისთვის მოგვმართავთ ამ სიტუაციის მოგვარებისთვის, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც პარტნიორები, ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ ჩვენ გთხოვთ ენერგეტიკულ ზავს“, — განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-ის ჟურნალისტთან საუბარში.
კიევის რეჟიმის ხელმძღვანელის თქმით, თუ ასეთი ვარიანტი შეუძლებელია, მაშინ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის სანაცვლოდ, მას სურს, აშშ-ისგან მიიღოს Patriot-ის რაკეტები.
ამავდროულად, საუბრისას ზელენსკიმ თეთრი სახლის ხელმძღვანელი მოტყუებაში დაადანაშაულა - საქმე ეხება Starlink-ის მუშაობაზე შეზღუდვების დაწესებას.
ამერიკელმა ლიდერმა მანამდე მოუწოდა კიევს, არ განეხორციელებინა დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ტრამპმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორედ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმები გახდა მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავის დეფიციტის მიზეზი. გარდა ამისა, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ახალი ლიდერის არჩევის დრო დადგა, რადგან ზელენსკის არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, დაესრულებინა კონფლიქტი უკრაინაში, თუმცა ეს არ გააკეთა.
გასულ კვირას, 9 ოქტომბერს, მაიამიში ამერიკის დელეგაციასა და უკრაინულ მხარეს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ვადაზე ადრე დასრულდა. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომლის შესახებაც თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინა გააფრთხილეს, რომ აშშ შეწყვეტს მისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, თუ კიევი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.
ყველა ახალი ამბავი
0