ყვარელში მომხდარ ავარიაში ახალგაზრადა მამაკაცი დაიღუპა

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამობრუნდა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა დღეს დილით, სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ამობრუნდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.
ყველა ახალი ამბავი
0