სემეკმა GWP დააჯარიმა

© photo: Sputnikსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
თბილისის წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power (GWP) რუსთავის წყალმომარაგებას 2023 წლის დეკემბრიდან ახორციელებს.
თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) რუსთავის წყალმომარაგების სისტემების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სემეკის ცნობით, GWP სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" დაევალა 2027 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით რუსთავის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობებსა და სატუმბ სადგურებზე წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების, ასევე კომპანიის კუთვნილი ელექტრომეურნეობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
გარდა ამისა, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა კომპანიამ ყველა საჭირო სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს მდინარე მტკვარზე არსებული აკვედუკი 5-ის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა.
GWP-ის დაევალა სამუშაოების დასრულების შემდგომ სემეკში წარადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ მომზადებული, საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან წყალმომარაგების სისტემის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
GWP რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
18 მილიონი ლარიდან 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, 5 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება.
რუსთავის საინვესტიციო გეგმა კონკრეტული მისამართებითა და პროექტებით სამ წელიწადზეა გათვლილი.
თბილისის წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power (GWP) რუსთავის წყალმომარაგებას 2023 წლის დეკემბრიდან ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0