საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი?

© photo: Sputnikლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
საქართველოში მედიანური ხელფასი 1531 ლარია, რაც საშუალოზე 29,3%-ით დაბალია, ხოლო ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც ის 1138 ლარს შეადგენს
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასები თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფიქსირდება, ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემები.
საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 2.165 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მედიანური ხელფასი — მაჩვენებელი, რომელიც დასაქმებულთა უმრავლესობის შემოსავალს უფრო ზუსტად ასახავს — მხოლოდ 1.531 ლარია.
„საქსტატის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, მედიანური ხელფასი 14,9%-ით გაიზარდა, მედიანურ და საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა კვლავ მნიშვნელოვანია და 29,3%-ს შეადგენს.
კერძოდ, რეგიონების მიხედვით საშუალო თვიური ხელფასები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 2 565 ლარი;
მცხეთა-მთიანეთი – 1 975 ლარი;
ქვემო ქართლი – 1 800 ლარი;
აჭარა – 1 789 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 439 ლარი;
კახეთი – 1 384 ლარი;
სამცხე-ჯავახეთი – 1 344 ლარი;
იმერეთი – 1 340 ლარი;
შიდა ქართლი – 1 318 ლარი;
გურია – 1 276 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1 138 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0