სპეცოპერაცია და Starshield უკრაინაში: რას ნიშნავს სიჩქარის შეზღუდვა საათში 161 კმ-მდე

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა და, საერთოდ, მათი არსებობის შესაძლებლობა ამერიკული იარაღის, სადაზვერვო მონაცემებისა და პენტაგონის კოსმოსური კავშირის მიწოდებაზეა მთლიანად დამოკიდებულია. კიევის მარიონეტების მიერ შემოდგომაზე წამოწყებულმა მცდელობამ, „ომი გამოეცხადებინათ“ თეთრი სახლის პატრონისთვის, იმ ამერიკული რესურსების ნაკადის შემცირება გამოიწვია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომისთვის არის განკუთვნილი.
ვაშინგტონის მიერ რესურსების „შეკვეცამ“ უკრაინას მკაცრად შეახსენა: სახელმწიფო სუვერენიტეტის დაკარგვის შემდეგ, კოსმოსურ Starlink-ზე აღარ უნდა იტირო და, საერთოდ, „ამერიკა უპირველესია“.
ამ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კოსმოსური ინტერნეტის გამოყენებით მონაცემთა მიღება-გადაცემა საფრენი აპარატების სიჩქარით შეიზღუდა. საათში 161 კმ-მდე. თუ რაკეტა ან დრონი უფრო სწრაფად დაფრინავს, Starlink/Starshield-ის სისტემა ითიშება, რის გამოც „რამდენიმე ოპერაცია ჩაიშალა“. ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Telegraph-მა დაასკვნა, რომ Starlink-ის შეზღუდვამ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატების არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი მწყობრიდან გამოიყვანა. მოწყვლადი ხდება კიევის (ნატოს) სარაკეტო პროგრამაც.
14 ოქტომბერს სისტემის მოულოდნელმა „შენელებამ“ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კორპორაცია SpaceX-ის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. ილონ მასკმა უპასუხა, რომ Starlink მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, თუმცა, თანამგზავრული დაჯგუფება ერთგვაროვანი არ არის. მასში ინტეგრირებულია სამხედრო ქვესისტემა Starshield, რომელიც აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის. კოსმოსური ინტერნეტის სამხედრო სექტორს უშუალოდ პენტაგონი და აშშ-ის პრეზიდენტი მართავენ.
მანამდე, ვაშინგტონმა უკრაინა გააფრთხილა, რომ სადაზვერვო მონაცემების მიწოდება სრულად შეუწყდებოდა, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააგრძელებდნენ. ამ კვირაშიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევს რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ისე, რომ საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა. ყოველ ასეთ ამბავს თავისი წინაისტორია აქვს, რომელიც ბევრ რამეს ხსნის.
ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა ექვსჯერ მოსთხოვა. უკრაინა კვლავ იყენებს აშშ-ის რესურსებს რუსეთის ობიექტებზე თავდასხმისთვის და ამით ამერიკელ მომხმარებლებს ზიანს აყენებს. ტრამპი ძალიან გაბრაზებულია. მას კი შეუძლია, უკრაინაში ომი ერთ დღეში დაასრულოს — კიევისთვის Starshield-ის გათიშვით. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული სერვისის შედარებითი „შენელება“ კომპრომისულ გადაწყვეტილებად გამოიყურება.
უკრაინისთვის Starlink-ისა და Starshield-ის სისტემების სრული გათიშვა, რაც მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, გარდაუვლად გამოიწვევს მარიონეტული უკრაინული არმიის ფრონტის ჩამოშლას. დასავლეთში კი ბევრი ამას რუსეთის წინააღმდეგ ომში აშშ-ის კაპიტულაციად მიიჩნევს. ევროპა ბევრს ხმაურობს, თუმცა, უახლოეს მომავალში უკრაინისთვის Starlink-ისა და Starshield-ის გათიშვით გამოწვეული დანაკლისის ანაზღაურებას ვერ შეძლებს. დღეს ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ბრიუსელი კიევს ანალოგიური თანამგზავრული სისტემის, IRIS-ის, მომსახურებას ნაწილობრივ 2029 წლისთვის მიაწვდის. და კიდევ საკითხავია, რა დარჩება უკრაინისგან ამ დროისათვის.
დღეს ლონდონში ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადადგომას (აშშ-ის პრეზიდენტის რჩევის მიუხედავად) არ აპირებს და უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააგრძელებენ. The Telegraph-მა და სხვა ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს ომი გამოუცხადა. განვიხილოთ კიევის რესურსები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავის ოპერატიულ გეგმებს ჩაასწორებს. Starshield-ის ტერმინალებით სიგნალის მიღება-გადაცემის შეზღუდვა საათში 160 კმ-ზე მეტი სიჩქარის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნელი დამრტყმელი დრონების უმეტესობას საბრძოლო შემადგენლობიდან არ გამორიცხავს. ასეთებია: Hornet — 130 კმ-მდე მოქმედების სიშორით, „ბობრი“ — 1000 კმ-მდე მოქმედების სიშორით, Ан-196 „ლიუტი“ — 1000 კმ-ზე მეტი მოქმედების სიშორით და სხვა დრონები, რომელთა საკრუიზო სიჩქარე საათში, დაახლოებით, 150 კმ-ია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ოქტომბრის ღამეს კიევი ცდილობდა, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მასირებული შეტევა მოეწყო. რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა შორი მოქმედების ოთხი ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“ და თვითმფრინავის ტიპის 69 უპილოტო საფრენი აპარატი ჩაჭრეს და გაანადგურეს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა. ესე იგი, ტერმინალის მოძრაობის სიჩქარის საათში 160 კმ-მდე შეზღუდვა საკმარისი არ არის. სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების დაბლოკვა ზემოქმედების უფრო ეფექტიან ბერკეტად გამოიყურება.
ბალისტიკური რაკეტების გაშვების დროული აღმოჩენა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესახებ გაფრთხილება ამერიკული დაზვერვის შეუცვლელი ფუნქციაა (მას 265-ზე მეტი სამხედრო თანამგზავრი ჰყავს). ნატოს ევროპელი მოკავშირეები კი ნერვიულად დგანან განზე და უყურებენ (მათ სულ 44 თანამგზავრი აქვთ). პენტაგონის სადაზვერვო მონაცემები ასევე შეუცვლელია რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შორი მოქმედების უპილოტო დარტყმების ორგანიზებისთვის, საჰაერო თავდაცვის მოქმედი საზღვრებისა და პოზიციური რაიონების გათვალისწინებით.
ევროკავშირის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი შთამბეჭდავი ათეულობით მილიარდი ევრო ჯადოსნურად ვერ გადაიქცევა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილ იარაღად და საბრძოლო მასალად — ამას წლები და ათწლეულები სჭირდება.
ამის ახალი მაგალითია შემდეგი შემთხვევა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნჰემი ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინას რამდენიმე ასეულ Lightweight Multirole Missiles (LMM) ტიპის საზენიტო რაკეტას მიაწვდიდა, რომელთა მოქმედების სიშორე 8 კმ-მდეა. მიწოდების ღირებულება 59,6 მილიონი დოლარია. მოქმედების სიშორის მიხედვით, LMM რუსულ გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექს „ვერბას“ ახლო ანალოგია. თუმცა, რუსულ გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსს შესანიშნავი სამსპექტრიანი თვითდამიზნების თავაკი აქვს და „გაისროლე და დაივიწყეს“ პრინციპით მუშაობს.
ბრიტანული რაკეტა გადასატანი არ არის და ლაზერული სხივით იმართება, რაც სუსტი გადაწყვეტილებაა. ცხადია, ტექნოლოგიურად მოძველებული ბრიტანული ნაწარმის ახალი პარტია სპეციალური სსამხედრო ოპერაციის ზონასა და კიევის თავზე არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. Reuters-ის სათაური — „ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში სრული მხარდაჭერა მიიღო“ — აშკარად გაზვიადებად გამოიყურება.
ამერიკული, უფრო მაღალტექნოლოგიური შეიარაღების (მაგალითად, Patriot-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების) ევროპელ შემკვეთებსაც, კომპლექსებისა და საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის გამო, მრავალწლიანი შეფერხებები ემუქრებათ. ირანიდან ცხელი ქარები უბერავს, ტრამპი კი იემენში ომში ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს. ცივი ქარები პარიზიდან უბერავს, სადაც საფრანგეთის პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა პირობა დადო, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას შეწყვეტს.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები თანდათან ხვდებიან, რომ ყველაფრის კრახი სწრაფად ახლოვდება. ყველაფრის კრახი. ალექსეი გონჩარენკომ დღეს კოლეგებს შეახსენა, რომ უკრაინას რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად საჭირო საშუალებები არ აქვს. ხოლო ამერიკული დაზვერვის გარეშე კიევმა ისიც კი არ იცის, რომელი რაკეტები და როდის მოფრინდება. შექსპირი კვლავაც უაღრესად აქტუალურია: „ჩვენს დროში ბრმებს გიჟები მიუძღვებიან“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0