როგორ ეხმარებიან უსინათლოებს საქართველოში და რა კეთდება ხელმისაწვდომი გარემოს შესაქმნელად?

გამოწერა
გაეროს მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 21 ათასი სრულიად უსინათლო ადამიანია, თითქმის 700 ათასს კი მხედველობის სხვადასხვა დარღვევა აღენიშნება.
მათ მხარდასაჭერად მოქმედებს სოციალური დახმარებისა და რეაბილიტაციის პროგრამები. გათვალისწინებულია შემწეობა, ვითარდება განათლებისა და
ციფრულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

უსინათლო პირებს ეხმარებათ სპეციალიზებული ტექნოლოგიები, აუდიოპროგრამები, ბრაილის შრიფტის სწავლება, სივრცეში ორიენტირებისა
და გადაადგილების დამხმარე საშუალებები. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ქუჩების, სამუშაო ადგილებისა და სამედიცინო მომსახურების
ხელმისაწვდომობა კვლავ გაუმჯობესებას საჭიროებს.

მთავარი მიზანია, მხედველობის პრობლემების მქონე პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ისწავლონ, იმუშაონ და სრულფასოვნად
ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ყველა ახალი ამბავი
0