https://sputnik-georgia.com/20261015/ramdeni-pensioneria-saqartveloshi-301167746.html
რამდენი პენსიონერია საქართველოში - მონაცემები განახლდა
რამდენი პენსიონერია საქართველოში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,2% ქალია - პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს. 15.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-15T09:36+0400
2026-10-15T09:36+0400
2026-10-15T09:36+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საპენსიო სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250034396_457:303:2585:1500_1920x0_80_0_0_6f1300503ca9c549c8ce6b2b6cadb972.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 905,2 ათასს მიაღწია, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.იანვრიდან პენსიონერთა რაოდენობა, რომლებიც ასაკობრივ პენსიას იღებენ, 1,5%-ით გაიზარდა.პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,2% ქალია - პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს. პენსიონერთა რაოდენობით ხუთეულშია - იმერეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი.პენსიონერთა უმრავლესობა 65-74 წლამდე მოქალაქეა, ამასთან საქართველოში 90 წელს გადაცილებული 13,4 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.2026 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მაღალმთიან რეგიონებში 86,9 ათასი პენსიონერი ცხოვრობდა.ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0e/250034396_595:298:2434:1677_1920x0_80_0_0_56750b0c3f1c22fdcc585a59b36a6ebb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო
რამდენი პენსიონერია საქართველოში - მონაცემები განახლდა
პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,2% ქალია - პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 905,2 ათასს მიაღწია, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იანვრიდან პენსიონერთა რაოდენობა, რომლებიც ასაკობრივ პენსიას იღებენ, 1,5%-ით გაიზარდა.
პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,2% ქალია - პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს. პენსიონერთა რაოდენობით ხუთეულშია - იმერეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი.
პენსიონერთა უმრავლესობა 65-74 წლამდე მოქალაქეა, ამასთან საქართველოში 90 წელს გადაცილებული 13,4 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.
2026 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მაღალმთიან რეგიონებში 86,9 ათასი პენსიონერი ცხოვრობდა.
ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.