https://sputnik-georgia.com/20261015/qartuli-rvino-samxret-armosavlet-evropis-masstabur-gamofenaze-wardga-301170439.html
ქართული ღვინო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბურ გამოფენაზე წარდგა
ქართული ღვინო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბურ გამოფენაზე წარდგა
Sputnik საქართველო
Wine Vision by Open Balkan ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა. 15.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-15T11:30+0400
2026-10-15T11:30+0400
2026-10-15T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საბერძნეთი
სერბეთი
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299530884_0:1:1600:901_1920x0_80_0_0_b557319dd1b17e43e86b0917d95b95ae.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში Wine Vision by Open Balkan 2026 ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.გამოფენა ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა. მასში ტრადიციულად მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 500-მდე მწარმოებელი იყრის თავს. ის არის უნიკალური სივრცე ღვინის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის და იმპორტიორებისთვის ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად.„გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მასში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას“, - აღნიშულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.ქართული კომპანიები საერთაშორისო გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით წარდგნენ.ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და მისი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.გარდა ამისა, ქართველმა მწარმოებლებმა გამოფენაში„Wine Vision by Open Balkan 2026“ მონაწილოების მისაღებად მხარდაჭერა საბერძნეთში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობას ასევე ახორციელებს სერბეთის რესპუბლიკაში.გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაესწრო.
საქართველო
საბერძნეთი
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299530884_200:0:1401:901_1920x0_80_0_0_8cf2ae892a708827848b8e5f90bf897a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საბერძნეთი , სერბეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, საბერძნეთი , სერბეთი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ქართული ღვინო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბურ გამოფენაზე წარდგა
Wine Vision by Open Balkan ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში Wine Vision by Open Balkan 2026 ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გამოფენა ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა. მასში ტრადიციულად მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 500-მდე მწარმოებელი იყრის თავს. ის არის უნიკალური სივრცე ღვინის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, დისტრიბუტორებისთვის და იმპორტიორებისთვის ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად.
„გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მასში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას“, - აღნიშულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
ქართული კომპანიები საერთაშორისო გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით წარდგნენ.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და მისი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, ქართველმა მწარმოებლებმა გამოფენაში„Wine Vision by Open Balkan 2026“ მონაწილოების მისაღებად მხარდაჭერა საბერძნეთში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობას ასევე ახორციელებს სერბეთის რესპუბლიკაში.
გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაესწრო.