პირველად ისტორიაში: საქართველოში ფარიკაობაში ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატი იმართება - ვიდეო

გამოწერა
თბილისში ფარიკაობაში ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. საქართველო მსგავს ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს.
ჩემპიონატში 70 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს – საუკეთესოს ტიტულისთვის 1400-ზე მეტი ვეტერანი სპორტსმენი იბრძვის.
უკვე პირველივე დღეს ოთხი მსოფლიო ჩემპიონი გამოვლინდა. ორი ოქროს მედალი
საფრანგეთის წარმომადგენლებმა მოიპოვეს, თითო ოქრო აიღეს ასევე იტალიელმა და ამერიკელმა სპორტსმენებმა.

მედლებისთვის ქართველი მოფარიკავეებიც იბრძვიან - ქვეყანას სპორტსმენები რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში წარმოადგენენ – 50-დან 70 წლამდე და უფროსი ასაკის.
ყველა ახალი ამბავი
0