პაპუაშვილი: საქართველოს გამოცდილება ფუძემდებლურია უცხოურ ჩარევასთან გლობალურ ბრძოლაში

© Courtesy of Shalva Papuashviliსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს გამოცდილება შეიძლება საფუძვლად დაედოს უცხოურ ჩარევასთან გლობალურ ბრძოლას.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო მზადაა, ყველას გაუზიაროს უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტის ჩამოყალიბებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
„ის გზა, რაც საქართველოს გამჭვირვალობის კანონმა გაჭრა, ვხედავთ, რომ დღეს ამ გზაზე ბევრი დგას და დარწმუნებულები ვართ, სწორედ საქართველოს გამოცდილება იქნება ერთ-ერთი ფუძემდებლური უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტის შესაქმნელად", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, კონფერენციაზე პარლამენტების ლიდერების ყველა გამოსვლა ქართულ პოზიციასთან თანხვედრაში იყო.
„ამ მხრივ სრული შესატყვისობაა ჩვენს პოზიციებთან. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვხვდებით, როდესაც საქართველოს მიმართ არის კრიტიკაა, ვხვდებით იმას, რომ სხვასთან და საკუთარ თავთან მიმართებით განსხვავებული დამოკიდებულებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კონფერენციას ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების 70-ზე მეტი თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, ასევე 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებენ პარტნიორი ქვეყნების, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოების ან ევროპის საბჭოს მეზობელი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე არაერთი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეები.
ყველა ახალი ამბავი
0