https://sputnik-georgia.com/20261015/papuasvili-romsi-ra-sakitxebs-ganixilavs-parlamentis-tavmjdomare-konferenciaze-301176193.html
პაპუაშვილი რომში: რა საკითხებს განიხილავს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციაზე
პაპუაშვილი რომში: რა საკითხებს განიხილავს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს დელეგაცია კანდიდატ ქვეყნებთან ევროინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხების განხილვას გეგმავს 15.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-15T16:38+0400
2026-10-15T16:38+0400
2026-10-15T16:38+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496771_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_10eae39ae14212dc28b31c04fa98ca60.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა, საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ევროინტეგრაცია. ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა.პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამ უკვე გამართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა. ვიზიტი ასევე ითვალისწინებს მრავალმხრივ განხილვებსა და შეხვედრებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან.„საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უკვე მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება მრავალმხრივი დისკუსიები, რომელიც დემოკრატიას, დემოკრატიის მედეგობას ეძღვნება“, - განაცხადა მახაშვილმა.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს წარმომადგენლები აპირებენ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში, პარტნიორებს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარებისა და სახელმწიფოს გეგმების შესახებ, ასევე, წვლილი შეიტანონ დებატებში, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევების ფონზე პარლამენტების როლს ეხება.კონფერენციას ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების 70-ზე მეტი თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, ასევე 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი ქვეყნების, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოების ან ევროპის საბჭოს მეზობელი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე არაერთი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496771_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_29256b7704bef821888413d4a242ef71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პაპუაშვილი რომში: რა საკითხებს განიხილავს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციაზე
საქართველოს დელეგაცია კანდიდატ ქვეყნებთან ევროინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხების განხილვას გეგმავს
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა, საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ევროინტეგრაცია. ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განუცხადა.
პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად რომში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
„მსჯელობა დაკავშირებული იქნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან, ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებთან, კანდიდატ სახელმწიფოებთანაც აუცილებლად გვექნება საუბარი ევროპული ევროინტეგრაციის გამოცდილების გაზიარებაზე“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამ უკვე გამართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა. ვიზიტი ასევე ითვალისწინებს მრავალმხრივ განხილვებსა და შეხვედრებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
„საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უკვე მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება მრავალმხრივი დისკუსიები, რომელიც დემოკრატიას, დემოკრატიის მედეგობას ეძღვნება“, - განაცხადა მახაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს წარმომადგენლები აპირებენ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში, პარტნიორებს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარებისა და სახელმწიფოს გეგმების შესახებ, ასევე, წვლილი შეიტანონ დებატებში, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევების ფონზე პარლამენტების როლს ეხება.
კონფერენციას ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების 70-ზე მეტი თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე, ასევე 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი ქვეყნების, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოების ან ევროპის საბჭოს მეზობელი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე არაერთი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეები.