ნოროვირუსის აფეთქება თბილისის საბავშვო ბაღებში: სურსათის სააგენტომ კვლევა დაასრულა

© Ministry of Environment Protection and Agricultureსურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმებას ატარებს
სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმებას ატარებს - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის არცერთ ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუში აიღო.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები გაასაჯაროვა.
„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა - 694 ნიმუშის - კვლევის შედეგია ცნობილი. ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
სააგენტოს განცხადებით, უწყების ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები.
ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.
კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).
ნოროვირუსი არის უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი გულისრევა და ღებინება, დიარეა (კუჭის აშლილობა), კუჭის/მუცლის არეში სპაზმები და ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და თავისა თუ კუნთების ტკივილი.
18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ.
საბავშვობაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.
ყველა ახალი ამბავი
0